1. წინამდებარე თავი ადგენს უსაფრთხოების საერთო მეთოდებს მონიტორინგისათვის, რომელიც შესაძლებელს ხდის სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოების ეფექტურად მართვას მის ექსპლუატაციასთან, მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

2. უსაფრთხოების საერთო მეთოდები გამოიყენება:

ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის ყველა პროცესისა და პროცედურის, მათ შორის, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ორგანიზაციული რისკების კონტროლის ზომების სწორად გამოყენებისა და ეფექტურობის შესამოწმებლად. შემოწმება მოიცავს ტექნიკურ, საექსპლუატაციო და ორგანიზაციულ ელემენტებს, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მისაღებად;

ბ) შესამოწმებლად, სწორად გამოიყენება თუ არა უსაფრთხოების მართვის სისტემა მთლიანობაში და აგრეთვე აღწევს თუ არა მოსალოდნელ შედეგებს;

გ) შესაბამისი პრევენციული, მაკორექტირებელი ან ორივე ტიპის ზომების მისაღებად, თუ გამოვლენილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან შეუსაბამობის შემთხვევები.

3. წინამდებარე მეთოდები ვრცელდება სარკინიგზო საწარმოებსა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებზე უსაფრთხოების სერტიფიკატის ან უსაფრთხოების ავტორიზაციის მიღების შემდე