1. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
2. სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატი/ავტორიზაცია ან/და შეაჩეროს მისი ან მისი ნაწილის მოქმედება თუ აღმოაჩენს, რომ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემის/ავტორიზაციის მინიჭების პირობებს.
3. ისეთი სახის დარღვევების გამოვლენის შემდეგ, რაც შესაძლოა გახდეს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის ან მისი ნაწილის შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი, სააგენტომ წერილობით უნდა აცნობოს აღნიშნულის შესახებ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელს.
4. დარღვევის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედების დროებითი შეჩერების შემდეგი ფორმები:
ა) უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეჩერება ქსელის ნაწილისთვის ან საქმიანობის სახისთვის, როდესაც გამოვლენილი დარღვევები დაკავშირებულია მხოლოდ ქსელის ნაწილთან ან უსაფრთხოების სერტიფიკატში/ავტორიზაციაში მითითებულ საქმიანობის ერთ-ერთ სახესთან;
ბ) სხვა შემთხვევებში – უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედების სრულად შეჩერება.
5. გამოვლენილი დარღვევის ხასიათისა და მოსალოდნელი ან მიყენებული ზიანის მასშტაბის გათვალისწინებით, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უფლებამოსილია დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელს წინასწარ აცნობოს გამოვლენილი დარღვევის შესახებ და დაუწესოს გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად. თუ დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი დარღვევა, სააგენტო ახდენს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეჩერებას.
6. როდესაც სერიოზული საფრთხე ექმნება სარკინიგზო უსაფრთხოებას, სააგენტო დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა შეაჩერებს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედებას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელს. სააგენტო უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელს ასევე, აცნობებს გამოვლენილი დარღვევის შესახებ და დაუწესებს გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად. თუ დადგენილ ვადაში აღმოიფხვრა გამოვლენილი დარღვევა, სააგენტო აღადგენს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედებას.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის აღმოსაფხვრელად დაწესებული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს სააგენტოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელის მიერ ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.
8. შეჩერებული უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს დარღვევის სრულად აღმოფხვრის შესახებ და წარუდგენს სათანადო მტკიცებულებებს, ან განსაზღვრავს მაკორექტირებელ სამოქმედო გეგმას/გეგმებს დარღვევის აღმოსაფხვრელად, რომელიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.
9. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელს უფლება აქვს განაგრძოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული შეჩერებული საქმიანობა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეჩერებული უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედების აღდგენის შესახებ ცვლილება სააგენტოს მიერ აისახება უსაფრთხოების სერტიფიკატში/ავტორიზაციაში.
10. უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელი მიმართავს სააგენტოს უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეჩერების მოთხოვნით;
ბ) როდესაც სააგენტო აღმოაჩენს, რომ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელი აღარ ახორციელებს უსაფრთხოების სერტიფიკატით/ავტორიზაციით გათვალისწინებულ საქმიანობას სულ მცირე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში.
11. სააგენტოს მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედება შესაძლოა გაუქმდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის სრულად შეჩერების შემთხვევაში, როდესაც უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელი იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც გახდა უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი, არ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს დადგენილ ვადაში ან სააგენტოსთან არ შეათანხმებს შესაბამის მაკორექტირებელ სამოქმედო გეგმას/გეგმებს ან არ ასრულებს მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
ბ) თუ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელი წარადგენს მოთხოვნას უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედების გაუქმების შესახებ;
გ) თუ გამოვლინდება, რომ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ ავტორიზაციის მისაღებად წარდგენილი იყო მცდარი ან ყალბი მონაცემები;
დ) თუ ხდება უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის საგნის არსებითი ცვლილების მიზნით ან/და უსაფრთხოების სერტიფიკატის/ ავტორიზაციის მფლობელი წყვეტს თავის საქმიანობას, როგორც იურიდიული პირი;
ე) თუ უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მფლობელი ამ წესის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტით და მე-10 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად არ მიიღებს შესაბამის ზომებს;
ვ) უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაშ