1. უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს:
ა) უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც დამტკიცებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ;
ბ) ორგანიზაციის ხარისხობრივ თუ რაოდენობრივ მიზნებს უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის, ასევე გეგმებსა და პროცედურებს ამ მიზნების მისაღწევად;
გ) პროცედურებს ტექნიკური და საექსპლუატაციო სტანდარტების შესასრულებლად, რაც გათვალისწინებულია სარკინიგზო უსაფრთხოების წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით;
დ) პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოწყობილობების შესაბამისობას სტანდარტებთან ან/და სხვა ტექნიკურ პირობებთან მოწყობილობების სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;
ე) პროცედურებსა და მეთოდებს რისკების განსასაზღვრად, შესაფასებლად და რისკების მართვასთან დაკავშირებული ზომების გასატარებლად;
ვ) დასაქმებულების მოსამზადებელ პროგრამებსა და სისტემებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალის კომპეტენციის შენარჩუნება და ფუნქციების სათანადოდ შესრულება, მათ შორის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ზ) ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის მექანიზმებს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე სარკინიგზო სატრანსპორტო დარგის სუბიექტებს შორის;
თ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღრიცხვის წესსა და პირობებს;
ი) წესებს სარკინიგზო შემთხვევების, ინციდენტების, პოტენციურად სახიფათო და სხვა სახიფათო შემთხვევების შესახებ ანგარიშგების მიზნით, ასევე მათი მოკვლევის/ გაანალიზების და საჭირო პრევენციული ზომების მიღების მიზნით;
კ) სამოქმედო გეგმებს, გაფრთხილებებსა და შეტყობინებების მექანიზმებს, საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით;
ლ) დებულებებს უსაფრთხოების მართვის სისტემის პერიოდული შიდა აუდიტისათვის.
2. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უსაფრთხოების პოლიტიკა გააცნოს ყველა დასაქმებულს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გაითვალისწინებული კომპონენტებისა, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო საწარმო, რისკების შეფასების საფუძველზე, უსაფრთხოების მართვის სისტემაში ასახავს ნებისმიერ სხვა კომპონენტს, რაც საჭიროა საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სრული სპექტრის სამართავად.
უსაფრთხოების სერტიფიკატი და უსაფრთხოების ავტორიზაც