1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის სისტემაზე, მათ შორის, ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ქსელზე.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა)   მეტროზე;

ბ) ტრამვაიზე და სხვა  მსუბუქი სარელსო სისტემის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებებისათვის გამოიყენება;

გ)  საერთო სარგებლობის სარკინიგზო ქსელისგან განცალკევებულ კერძო საკუთრებაში არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც მფლობელი სარგებლობს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკუთარი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან პირების გადასაყვანად არასამეწარმეო/არაკომერციული მიზნებისათვის. აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურაზე;

დ) მსუბუქი სარელსო სისტემის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მძიმე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებისათვის მსუბუქი სარელსო სისტემის საექსპლუატაციო პირობების შესაბამისად, თუ აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებების დაკავშირების მიზნებისთვის;

ე) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება, ძირითადად, მსუბუქ სარელსო სისტემაში, მაგრამ აღჭურვილია მძიმე სარკინიგზო კომპონენტებით, რაც საჭიროა საერთო სარგებლობის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ მონაკვეთზე გადასვლის უზრუნველსაყოფად მხოლოდ დაკავშირების მიზნებისათვი