1. ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო საწარმო პასუხისმგებელია რკინიგზის სისტემის უსაფრთხო მუშაობასა და მასთან დაკავშირებული რისკების მართვაზე, თითოეული რკინიგზის სისტემის საკუთარ ნაწილთან მიმართებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო საწარმო უზრუნველყოფს:
ა) რკინიგზის სისტემის უსაფრთხო მართვას ამ წესის შესაბამისად;
ბ) რისკების მართვასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ზომების მიღებას;
გ) საკუთარი სისტემების უსაფრთხოების მართვის მიზნით სხვა სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებას;
დ) სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სუბიექტებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რისკების მართვასთან დაკავშირებული ზომების გათვალისწინებას.
3. ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო საწარმო ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რისკების მართვასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების წესსა და პირობებს.
4. სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვა, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტების ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
5. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი რკინიგზის სისტემის საკუთარ ნაწილთან მიმართებით, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელნი არიან:
ა) სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ გამართულობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;
ბ) მოძრავი შემადგენლობის ტექნიკურ გამართულობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე;
გ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების და მათი შემადგენელი კომპონენტების/დეტალების მოვლა-შენახვაზე, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე;
დ) მატარებელთა მოძრაობის, სამანევრო მუშაობის უსაფრთხოებაზე;
ე) ინფრასტრუქტურის ნაგებობებისა და მოწყობილობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხო შესრულებაზე;
ვ) უზრუნველყონ დასაქმებულისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა მათი ფუნქცია-მოვალეობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
ზ) უზრუნველყონ, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების და მათი შემადგენელი კომპონენტების/დეტალების დაპროექტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება, მოდერნიზაცია, განახლება, ხორციელდებოდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
6. სარკინიგზო საწარმოებს შორის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის შემთხვევაში, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების გადამცემმა სარკინიგზო საწარმომ უნდა უზრუნველყოს სრული ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიკვლევადობასთან.
7. სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია, თითოეული სარკინიგზო შემთხვევის ან ინცინდენტის შემთხვევაში:
ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ შესაბამის სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს;
ბ) სარკინიგზო შემთხვევის/ინცინდენტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ამ წესის IX დანართის შესაბამისად, ხოლო მოძრავი შემადგენლობის, ლიანდაგების, სხვა მოწყობილობების ან გარემოსადმი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მოკვლევის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს ზიანის ოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია.
8. სარკინიგზო საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოება.
9. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე დაშვებისთვის, სარკინიგზო საწარმო ვალდებულია, ფლობდეს ამ წესის შესაბამისად გაცემულ უსაფრთხოების სერტიფიკატს.
10. უსაფრთხოების სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომლის სახე/სახეები მითითებულია უსაფრთხოების სერტიფიკატში და მხოლოდ უსაფრთხოების სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობებით.
11. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ექსპლუატაციისთვის, ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია, ფლობდეს ამ წესის შესაბამისად მინიჭებულ უსაფრთხოების ავტორიზაციას.
12. უსაფრთხოების ავტორიზაციის მფლობელი ვალდებულია, საკუთარი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებული პირობებით, აგრეთვე სარკინიგზო საწარმოების მიერ ინფრასტრუქტურის გამოყენება დაუშვას მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციით გათვალისწინებულ ფარგლებში.
13. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სხვა სუბიექტების მიერ მიწოდებული მომსახურება, მოწყობილობები, აქსესუარები და ქვესისტემები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რათა ინფრასტრუქტურის მენეჯერმა და სარკინიგზო საწარმომ უზრუნველყოს მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია.
14. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სხვა სუბიექტი ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, სტრუქტურული ქვესისტემების დეფექტის ან/და კონსტრუქციული შეუსაბამობის/გაუმართაობის შემთხვევაში:
ა) იღებს აუცილებელ ზომებს გამოვლენილი რისკების აღმოსაფხვრელად უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ მხარეებს ატყობინებს აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით აუცილებელი ზომების მიღების მიზნით.
15. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სხვა სუბიექტები, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას.
16. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სხვა სუბიექტი ვალდებულია, ამ წესის შესაბამისად, ითანამშრომლოს ინფრასტრუქტურის მენეჯერთან და სარკინიგზო საწარმოსთან, რისკებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრისა და ერთობლივად მართვის მიზნით.
17. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სხვა სუბიექტები ვალდებულნი არიან, კომპეტენეციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ რკინიგზის სისტემისა და სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხო გამოყენების, მოვლა-შენახვის, მოდერნიზაციისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.
18. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების წესი და პირობები განისაზღვრება უსაფრთხოების მართვის სისტემი