1. ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო საწარმო არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 მარტისა, სააგენტოს წარუდგენენ წინა კალენდარული წლის უსაფრთხოების ანგარიშს.
2. უსაფრთხოების ანგარიში მოიცავს:
ა) შესაბამისი სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის უსაფრთხოების მართვის სისტემით გათვალისწინებული უსაფრთხოების მიზნებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;
ბ) ანგარიშს უსაფრთხოების საერთო ინდიკატორების შესახებ;
გ) უსაფრთხოების შიდა აუდიტის ან/და მონიტორინგის შედეგებს;
დ) შეფასებას სარკინიგზო ოპერაციების და ინფრასტრუქტურის მართვის ხარვეზებთან და გაუმართაობებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება სარკინიგზო უსაფრთხოებას;
ე) ანგარიშს შესაბამისი უსაფრთხოების საერთო მეთოდების გამოყენების შესახებ.
უსაფრთხოების მართვის სისტე