1. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სუბიექტები სახელშეკრულებო შეთანხმების მეშვეობით, უზრუნველყოფენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, რაც გამომდინარეობს ამ თავით გათვალისწინებული მონიტორინგის პროცესის გამოყენებიდან, რომ მეორე მხარემ შეძლოს ნებისმიერი საჭირო მაკორექტირებელი ღონისძიების განხორციელება, სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოების შესრულების უწყვეტად მიღწევის უზრუნველსაყოფად.
2. თუ მონიტორინგის პროცესის გამოყენებით, სარკინიგზო საწარმო და ინფრასტრუქტურის მენეჯერი გამოავლენენ უსაფრთხოების რისკს დეფექტებისა და კონსტრუქციული შეუსაბამობების ან ტექნიკური მოწყობილობების, მათ შორის, სტრუქტურული ქვესისტემების გაუმართაობების თვალსაზრისით, ამ რისკების შესახებ მათ უნდა აცნობონ სხვა მონაწილე მხარეებს, რომ მათ შეძლონ ნებისმიერი საჭირო მაკორექტირებელი ღონისძიების განხორციელება სარკინიგზო სისტემის უსაფრთხოების შესრულების უწყვეტად მიღწევის უზრუნველსაყოფა