„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4262
სარეგისტრაციო კოდი
010320040.43.048.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №4262

2024 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010320040.43.048.016016) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.   მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) არის სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც მსახურობს სახელმწიფო სპეციალური წოდებით, აგრეთვე სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი (სამოქალაქო პირი) და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.

2. მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტები.
3. 28-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) მოსამსახურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე - სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შემთხვევაში;“.

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51, 52 და 53 პუნქტები:

„51. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე მე-5 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამსახურეს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება და არ ეთვლება სახელმწიფო წოდებით ნამსახური პერიოდი.

52. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ დგება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები.

53. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტით  გათვალისწინებული მოსამსახურის გამართლების შემთხვევაში აღნიშნულ მოსამსახურეს მიეცემა უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში განაცდური შრომის ანაზღაურება და ჩაეთვლება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურება. “.

4. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური

1. სამსახურში არსებული სახელმწიფო სპეციალური (შემდგომში – სპეციალური) წოდებების ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

2. მოსამსახურეს სპეციალური წოდება (მორიგი ან ვადამდე) ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

3. პროფესიული საჯარო მოხელის კლასი არ მიენიჭება სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს მოსამსახურის თანამდებობრივი  იერარქია და/ან სპეციალური წოდება.“.

5. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  მოსამსახურეს სპეციალური წოდება ენიჭება მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, წელთა ნამსახურობის, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. სპეციალური წოდება (გარდა უმცროსი სპეციალური  წოდების მქონე პირებისა) მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს.“.

6. 38-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 38. სპეციალური წოდებით სამსახურის ზღვრული ასაკი“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა

1. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს თანამიმდევრობით. წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.

2. მორიგი წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.“.

8.  მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) შეფასების შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.“.

9. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. წოდების მინიჭებაზე კონტროლი

სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დირექტორატი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიირაკლი ბერაია