ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესის დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016091 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
781 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი 90% 28.06.2023 საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 89% 24.12.2024 საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 88% 31.10.2017 საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 88% 26.12.2024 კერძო პენსიის ხელშეკრულების დამატებითი პირობებისა და მოთხოვნების დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 87% 23.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესის დადგენის თაობაზე საქართველოს  დაზღვევის  სახელმწიფო  ზედამხედველობის  სამსახურის  უფროსის ბრძანება  №84 2024 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესის დადგენის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-14 პუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დადგინდეს „ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრის წარმოების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების (შემდგომ – სუბიექტები) რეესტრის (შემდგომ – რეესტრი) წარმოების წესს და პირობებს. 2. რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა სისტემატიზირებულ ერთობლიობას საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების, მათ მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემებისა და ამ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.  3. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე, სამსახური თავის ოფიციალურ ვებგვერდზე www.insurance.gov.ge აქვეყნებს მონაცემებს საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი მოქმედი სუბიექტების და მათ მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის შესახებ, ასევე ინფორმაციას იმ სქემის შესახებ, რომელიც შეწყვეტის პროცესშია და იმ სუბიექტების შესახებ, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი. 4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 2🔗. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი 1. სამსახური ქმნის და აწარმოებს სუბიექტების რეესტრს მატერიალური და არამატერიალური (ელექტრონული) ფორმით. 2. რეესტრში აღირიცხება: ა) მონაცემები საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი თითოეული სუბიექტის შესახებ, კერძოდ, მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის შესახებ; ბ) მონაცემები ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი (დაქირავებული) აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა ან/და სპეციალიზებული დეპოზიტარის შესახებ; გ) ინფორმაცია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიმართ ლიკვიდაციის ან საქმიანობის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმის მიმდინარეობის თაობაზე; დ) ინფორმაცია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემის შესახებ, ასევე შესაბამისი საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების და/ან შეწყვეტის შესახებ; ე) ინფორმაცია ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში/ინფორმაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე; ვ) თითოეული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისათვის სამსახურის მიერ მინიჭებული უნიკალური სარეგისტრაციო კოდი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები/ინფორმაცია მოიცავს: ა) სუბიექტის საფირმო სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონს, ელექტრონული ფოსტისა და ვებგვერდის მისამართებს; ბ) საპენსიო კომპანიის და უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის შემთხვევაში, მისი დამფუძნებლ(ებ)ის სახელწოდებას (საფირმო სახელწოდებას) და საიდენტიფიკაციო ნომერს; გ) სუბიექტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებას (ლიცენზია, აღიარება), მისი გაცემის თარიღს, საქმიანობის განხორციელების უფლების გამცემი უფლებამოსილი ორგანოს დასახელებას, საფუძველს;  დ) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის შემთხვევაში, უცხოური საპენსიო ორგანიზაციის სახელზე გაცემული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებას, გაცემის თარიღს, გამცემი უფლებამოსილი ორგანოს დასახელებას;  ე) სუბიექტის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს; ვ) სუბიექტის მიერ სამსახურში რეგისტრირებული თითოეული საპენსიო სქემის დასახელებას, სქემის ფორმას, სქემის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და/ან შეწყვეტის შესახებ საფუძველს, თარიღს;  ზ) სუბიექტის მიერ აქტივების სამართავად დაქირავებული შესაბამისი პირ(ებ)ის საფირმო სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს; თ) სუბიექტის მიერ დაქირავებული სპეციალიზებული დეპოზიტარის საფირმო სახელწოდებას და საიდენტიფიკაციო ნომერს; ი) სუბიექტის მიმართ ლიკვიდაციის დაწყების თარიღსა და საფუძველს, ლიკვიდატორის ვინაობას, ლიკვიდაციის დასრულების თარიღსა და საფუძველს;  კ) სუბიექტის  საქმიანობის ნებისმიერი ფორმით შეწყვეტის პროცესის დაწყების თარიღსა და საფუძველს, დასრულების თარიღსა და საფუძველს.  4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებები რეესტრში აისახება ცვლილების შინაარსის, ცვლილების განხორციელების თარიღის და საფუძვლის მითითებით. 5. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების რეესტრში ასახვა სამსახურის მიერ ხორციელდება ცვლილების თაობაზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან და/ან შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. 6. რეესტრის განახლებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის განახლებას სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 3🔗. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის კოდის მინიჭება 1. ამ წესით გათვალისწინებული რეესტრის მიზნებისთვის სამსახურის მიერ სუბიექტს ენიჭება სპეციალური უნიკალური (სარეგისტრაციო) ხუთი სიმბოლოსგან შემდგარი კოდი, უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით. რიგითობა განისაზღვრება სამსახურის მიერ რეესტრში სუბიექტის შესახებ პირველადი ინფორმაციის შეტანის შესაბამისად.  2. სუბიექტს ენიჭება სპეციალური უნიკალური (სარეგისტრაციო) კოდი შემდეგი პრინციპით:   ა) სუბიექტის რიგითი ნომერი სამნიშნა ნუმერაციით: 001, 002 და ა.შ. ბ) სუბიექტის სპეციფიკის მაიდენტიფიცირებელი ინდექსი დეფისით: ბ.ა) მზღვეველი: – 1 ბ.ბ) აქტივების მმართველი კომპანია: – 2 ბ.გ) საპენსიო კომპანია: – 3 ბ.დ) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალი: – 4 3. სუბიექტის მიერ ერთზე მეტი საპენსიო სქემის რეგისტრაციის შემთხვევაში, მისთვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური (სარეგისტრაციო) კოდი რჩება უცვლელი. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციის, ხელმისაწვდომობისა და აღრიცხვიანობის ეფექტიანობის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული მონაცემების გარდა რეესტრში აღრიცხოს სხვა მონაცემებიც.