სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2024
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016535 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2024 წლის 25 დეკემბერი
ქ. ხონი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნტის, 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლებისა და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს.
მუხლი 2🔗.
განათლება და გამოცდილება
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება ჰქონდეს:
ა) სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ნებისმიერი) მიმართულებით;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ (მენეჯერული) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და საგანმანათლებლო სფეროში ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
მუხლი 3🔗.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი;“
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ – III და XIII თავი;
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი – III თავი;
თ) ხონის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
მუხლი 4🔗.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა სავალდებულოა იცოდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;
ე) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ვ) ფინანსური მართვის საფუძვლები;
ზ) პროექტის შემუშავებისა და მართვის პრინციპები;
თ) ფონდების მოძიების პრინციპები;
ი) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
კ) ინვენტარიზაციის პროცედურები.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
თ) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
ი) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;
კ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა.
მუხლი 5🔗.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
მუხლი 6🔗.
გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.