📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2024
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016540 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
1,145 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 26.01.2018 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.05.2022 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 11.03.2020 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.12.2017 საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 20.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №33 2024 წლის 24 დეკემბერი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №40 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016288). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი დანართი  დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის თანამშრომლებისაგან; 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია დმანისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) წინაშე და მისი უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აწარმოებს რისკების რეესტრს; ზ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებებს; საჭიროების შემთხვევაში მერთან შეთანხმებით იწვევს სპეციალისტებს და ექსპერტებს. თ) უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხების განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისგან და ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლებისგან საჭირო ინფორმაცია. ი) ახორციელებს კანონმდებლობით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 3🔗. სამსახურის ზოგადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, კულტურის ძეგლთა მოვლა - შენახვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. 2. განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურის ძეგლთა მოვლა - შენახვისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი მათ მიმდინარეობაზე; 3. მუნიციპალიტეტში ადრეული ასაკის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის სერვისების მიწოდების კოორდინაცია; 4. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, სპორტის და ტურიზმის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების (ა(ა)იპ-ები) საქმიანობის კოორდინაცია; 5. კომპეტენციის ფარგლებში, მატერიალური და არამატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია; 6. მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 7. კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელშეწყობა; 8. კომპეტენციის ფარგლებში ხალხური რეწვის ოსტატთა, ფერმწერთა, მხატვარ-დეკორატორთა გამოფენების მოწყობის ან/და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ; 9. სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებულ სპორტსმენთა წახალისება-დაჯილდოება; 10. კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელება; 11. ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქციის და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა; 12. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მხრიდან სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების სამსახურთან განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება. 13. სამსახურის მოქმედების სფეროში კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; 14. დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება; მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები განათლებისა და კულტურის სფეროში 1. განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება. 2. განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგი. 3. სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი. 4. კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურულ/საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა და საქმიანობის კოორდინაცია. 6. სამსახურის მაკოორდინირებელ სფეროში შემავალი დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) საშუალებით კულტურულ-საგანმანათლებლო, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, დამტკიცებულ პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; 7. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება. 8. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა. 9. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა. 10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები სპორტის სფეროში 1. სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. 2. დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა, საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში; 3. სამსახურის მაკოორდინირებელ სფეროში შემავალი სპორტული დაწესებულებების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) საშუალებით სპორტულ-ახალგაზრდულ ღონისძიებათა და სპორტული მიმართულებების/სახეობების განვითარების ხელშეწყობა; 4. სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება. 5. ოლიმპიადებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელ სპორტსმენთა ხელშეწყობა; 6. სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, გამოჩენილი პიროვნებების (სპორტსმენები, მწვრთნელები და სხვ) ხსოვნის უკვდავყოფა. 7. მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების ფუნქციონირების ხელშეწყობა; 8. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები ახალგაზრდობისა და ტურიზმის საკითხებში 1. ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება; 2. ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 3. განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების გამოვლენა, მათი მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. 4. შესაბამის უწყებებთან/სამსახურებთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის პროექტების შემუშავება ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა. 5. ახალგაზდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; 6. ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორის ურთიერთობის გაღრმავება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვის გზით. 7. კომპეტენციის ფარგლებში, ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება. 8. ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავების, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადებისა და სისტემატიზაციის ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება; 9. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენის, შესწავლისა და მოვლისათვის (კომპეტენციის ფარგლებში) საჭირო აქტივობების დაგეგმვა და ხელშეწყობა. 10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის, მათი მართვის სისტემის თაობაზე წინადადებების მომზადება. 11. საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა 1. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.