დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 26.12.2024
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.152.016531 214
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2024 წლის 26 დეკემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობით:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე
ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის:
ა.ა.ა) მეორე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 2 ლარი;
ა.ა.ბ) მესამე და მეოთხე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 3 ლარი;
ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი;
ა.გ) საცხოვრებელი სახლის (ან/და ბინის) დამხმარე/სამეურნეო შენობა-ნაგებობებისათვის (ავტოფარეხი, სათავსო, ფრინველთა და ცხოველთა სადგომი და სხვ.) – 1 ლარი;
ა.დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის – 1 ლარი;
ა.ე) ამ პუნქტის „ა.ა“ – „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარი.
ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი;
გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
გ.ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარს;
გ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს;
გ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.
მუხლი 2🔗
1. მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა;
2. სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ყველა სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდეს 80 პროცენტით;
მუხლი 3🔗
1. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის გადაიხდება ობიექტის მესაკუთრის (ნებართვის მაძიებლის) მიერ წინასწარ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე;
2. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის მთლიანად ირიცხება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური