„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №443 |
|
2024 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. №1 დანართის („დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 968.7 ათასი ლარით.“.
2. №2 დანართის („სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 922.2 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების“ (პროგრამული კოდი: 27 05 03) ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“.
3. №3 დანართის („საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 104 359.0 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 05 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“.
4. №4 დანართის („არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 127.4 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 27 05 05) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
|