ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, ჩიხი) რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2024
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17243593
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016025
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/12/2024
232 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 20.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.03.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 20.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 28.11.2025 ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის N1 ქუჩისთვის მერაბ კოსტავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 17.04.2024

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, ჩიხი) რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-17.17243593 2024 წლის 24 დეკემბერი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის  (ქუჩა, ჩიხი) რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა  სამთავრობო კომისიის 2024 წლის 25 ნოემბრის №44 ოქმის ამონაწერის საფუძველზე, 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს ეწოდოს რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელობის ქუჩა დანართი №1-ის შესაბამისად და რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის I ჩიხი, დანართი №2-ის შესაბამისად (დანართები თან ერთვის). 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60​ა). საკრებულოს თავმჯდომარე                        დავით ზაალიშვილი