„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №437 |
|
2024 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 360010010.22.033.017435) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის: ა.ა) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება (მოქმედებს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის);“; ა.ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები: „შ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი; ჩ) სსბასს 40 – საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები (მოქმედებს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის).“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ანგარიშგების წარდგენის თარიღი – საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;“; გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ფინანსური ანგარიშგების მომზადება 1. ერთეულებს ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ევალებათ სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად. 2. წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად: ა) ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დანართი №2-ის შესაბამისად.“; დ) ინსტრუქციის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ კონსოლიდირდება სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოები, ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მათ სრულ ინტეგრაციამდე.“; ე) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. განმარტებითი შენიშვნები 1. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების წარდგენა საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რათა დაეხმაროს მომხმარებელს როგორც ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების, ასევე აქტივების მართვის ხარისხის და რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაში. 2. განმარტებითი შენიშვნები მოიცავს ცხრილებს და ასევე, ტექსტურ ინფორმაციას. ასევე, შეიძლება მოიცავდეს იმ მუხლების შესახებ ინფორმაციასაც, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს. 3. ერთეულებს წინამდებარე ინსტრუქციით თანდართული განმარტებითი შენიშვნების ფორმების შევსების გარდა, რეკომენდაცია ეძლევათ სსბასს-ების შესაბამისად მოამზადონ ასევე სხვა დამატებითი განმარტებითი შენიშვნები, შესაბამისი ნუმერაციის მითითებით, რაც დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის უკეთ აღქმაში. 4. სსბასს-ებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ერთეულის ხელმძღვანელი ან ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი დაასკვნის, რომ ამა თუ იმ სსბასს-ის რომელიმე მოთხოვნის შესრულება ეწინააღმდეგება სტანდარტებით განსაზღვრულ ფინანსური ანგარიშგების მიზანს, ერთეულმა ამ კონკრეტული მოთხოვნიდან უნდა გადაუხვიოს და ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების დასტური იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად ასახავს ერთეულის ფინანსურ მდგომარეობას, მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას; ბ) დასტური იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება შეესაბამება ყველა სათანადო სსბასს-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლიანი წარდგენის უზრუნველსაყოფად მან გადაუხვია ამა თუ იმ კონკრეტული მოთხოვნიდან; გ) იმ სტანდარტის სახელწოდება, რომელსაც ერთეულმა გადაუხვია, ამ გადახვევის არსი, რაც, თავის მხრივ, უნდა მოიცავდეს ამ სტანდარტის მიერ მოთხოვნილი მიდგომის აღწერას, მიზეზის ახსნას, თუ რატომ არ აკმაყოფილებს და ეწინააღმდეგება ეს მიდგომა მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში წინამდებარე სტანდარტით განსაზღვრულ ფინანსური ანგარიშგების მიზანს და ასევე მიდგომა, რომელიც გამოყენებულია ფინანსურ ანგარიშგებაში; დ) ყოველი წარდგენილი საანგარიშგებო პერიოდისათვის ამგვარი გადახრის ფინანსური გავლენა ფინანსური ანგარიშგების თითოეულ მუხლზე, რომელიც წარდგენილი იქნებოდა სტანდარტის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში.“; ვ) დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ზ) დაემატოს დანართი №3 და დანართი №4 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის და შემდგომი წლების ფინანსურ ანგარიშგებებზე. |
|