მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-17
სარეგისტრაციო კოდი 370160000.22.023.016887 33
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/01/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.06.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
- მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ 07.06.2021
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-17
2025 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ
„მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №166 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მიწის ბალანსის ფორმა“.
მუხლი 2🔗
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის), ერედვისა და ქურთის თემების და ახალგორის მუნიციპალიტეტების მიწის ფართობების მონაცემები მიწის ბალანსში აისახება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის), ერედვისა და ქურთის თემებისა და ახალგორის მიწის ფართობების არსებული ბოლო მონაცემების“ შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ბალანსის წარმოებისას, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მიწების ფართობების შესახებ ინფორმაცია გამოყენებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ზონების საზღვრების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიწის ბალანსის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 7 ივნისის N2-826 ბრძანება.
მუხლი 5🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი