„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1047 |
|
2025 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. 4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.“. 2. მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროების უფროსებს;“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მმართველი საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი, სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებათა მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, აგრეთვე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები. განსახილველი საკითხის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სააღსრულებო ბიუროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. მმართველი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განვითარების საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი. განსახილველი საკითხის მიხედვით, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“. 5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭო არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მუდმივმოქმედი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიმღები სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის, იურიდიული და შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტების უფროსები. განსახილველი საკითხის მიხედვით საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან/და სხვა პირები. მხარეთა ინტერესების დაცვის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|