“ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფიძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის №170 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.480
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №290
2006 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
,,ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის №170 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის №170 ბრძანებით (სსმ III, 25.04.05. №49, მუხ. 505) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;
გ) წესდების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ლიცეუმში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.“;
დ) წესდებას დაემატოს მე-17 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი
იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ლიცეუმი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია