სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 2 24 00003333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს  ბრძანება REG 2 24 00003333

2024  წლის 30 დეკემბერი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის  N01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის ,,კ“ პუნქტის შესაბამისად,        :

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 სექტემბრის NREG42300002571 ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრზე“ (ს/კ 202051689; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი, №17) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია’’ (სალიცენზიო მოწმობა N000050).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

4.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ (ს/კ 202051689) დირექტორის – ლალი ივანიშვილის განცხადება: N1383836, 30.12.2023წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                       ლეილა ქოჩიაშვილ