სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
დირექტორის ბრძანება №REG 4 25 00000021
2025 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 10 აგვისტოს №02-1101/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრზე“ (ს/კ 202193544; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №12/ლუბლიანას ქუჩა №66) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №002198).
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ (ს/კ 202193544) გენერალური დირექტორის, ბექა იოსელიანის განცხადება: №1388368, 30.12.2023წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი