დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება Nგ-17.17250732
2025 წლის 14 მარტი
ქ. ბორჯომი
1. განხორციელდეს დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილება, ასევე განხორციელდეს დავით აღმაშენებლის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირება და ნაცვლად 64.30.15.603 მიწის ნაკვეთისა აღნიშნული ქუჩა დასრულდეს 64.30.03.717 მიწის ნაკვეთთან.
2. დაბა ბაკურიანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) მიენიჭოს დავით აღმაშენებლის, ერეკლე II-ის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ გორგასლისა და გიორგი ბრწყინვალეს სახელწოდება.
3. განკარგულების პირველი და მეორე პუნქტის გათვალისწინებით დაბა ბაკურიანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი), ასევე დავით აღმაშენებლის ჩიხს შეეცვალოს სახელწოდება და წარმოდგენილი დანართების შესაბამისად ეწოდოს:
ა) დავით აღმაშენებლის I ჩიხი, დავით აღმაშენებლის II ჩიხი (დანართი №1);
ბ) დავით აღმაშენებლის ქუჩა (დანართი №2);
გ) ერეკლე II-ის ქუჩა, ერეკლე II-ის პირველი შესახვევი (დანართი №3);
დ) ცოტნე დადიანის ქუჩა, ცოტნე დადიანის ჩიხი (დანართი №4);
ე) ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ვახტანგ გორგასლის I შესახვევი, ვახტანგ გორგასლის II შესახვევი (დანართი №5);
ე) გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს I შესახვევი, გიორგი ბრწყინვალეს II შესახვევი, გიორგი ბრწყინვალეს III შესახვევი (დანართი №6).
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
5. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა N60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ“?
- „დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 14.03.2025. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-17. 17250732. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.139.016026.
- სად არის „დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ“, №გ-17. 17250732, 14.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6446951/