გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2025
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016058
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/03/2025
229 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №42 2025 წლის 14 მარტი ქალაქი გორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის ინიციატივა ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული უსახელო ქუჩისათვის, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, გორის კოლორიტის, გიორგი (გოგია) მეყანწიშვილის სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის სავარაუდო სიგრძე: 466 მ, საწყისი კოორდინატი: X - 425954.393 Y 4649925.926; საბოლოო კოორდინატი: X - 426417.679 Y 4649900;  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის N45 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად: 1. ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული უსახელო ქუჩას, რომლის აღწერა შემდეგია: ქუჩის სავარაუდო სიგრძე: 466 მ, საწყისი კოორდინატი: X – 425954.393 Y 4649925.926; საბოლოო კოორდინატი: X - 426417.679 Y 4649900 ეწოდოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, გორის კოლორიტის – გიორგი (გოგია) მეყანწიშვილის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე                                                      დავით რაზმაძე