საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2025
გამომცემი ორგანო 1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ
ნომერი №1-1/29
სარეგისტრაციო კოდი 020090000.84.097.016011 26
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/03/2025
1,438 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 97% 20.11.2014 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 18.06.2024 მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.05.2018 ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.11.2016 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №1-1/29 2025 წლის 24 მარტი ქ. თბილისი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი (შემდგომ – წესი)  განსაზღვრავს  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს, ასევე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომ – ნუსხა). 2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე: www.rta.gov.ge (შემდგომ – ვებგვერდი). 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისათვის საფასურის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს სააგენტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 2. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. სააგენტოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა და აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების პერიოდულობა განსაზღვრულია ამ წესის დანართით. 2. სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან  მიღებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას ამ წესის დანართით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პერიოდულობის დაცვით. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ წესის დანართით განსაზღვრულ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მიწოდებას ამავე დანართით განსაზღვრული პერიოდულობის გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში. მუხლი 5🔗. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააგენტოსგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: agency@rta.gov.ge. 2. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე წერილობითი განცხადების (შემდგომ – განცხადება) წარდგენის გზით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს,  საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, მისამართს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, თუ განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სურს ინფორმაციის მიღება; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, მისამართს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, თუ განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სურს ინფორმაციის მიღება; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელს მიეცემა გონივრული ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება დარჩება განუხილველი. 5. განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს სააგენტოს ადმინისტრაციული და მომსახურების დეპარტამენტი და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე. არასამუშაო დღეს შემოსული განცხადება რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს. 6. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, სააგენტოს ადმინისტრაციული და მომსახურების დეპარტამენტი ამ განცხადებას გადასცემს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს. 7. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან. 8. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და ფოსტით ან კურიერის მეშვეობით განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნით. 9. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სააგენტო, განმცხადებლის თანხმობით, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით, მათ შორის კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 10. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. 12. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. დანართი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა 1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ № ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები 1.1 სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქცი­ების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2 სააგენტოსა და მისი სტრუქტურული ქვენადაყოფების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე­ბულება/წესდება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.3 სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 1.4 სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრა­ტეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.5 სააგენტოს დირექტორის, მოად­გილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათი ხე­ლ­მ­ძღვანელებისა და მოადგილეების) შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6 სააგენტოს მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსა­ხუ­რის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფო­ს­ტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.4 სააგენტოს მიერ საქართველოს პრე­ზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ან­გარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალურად 3.    ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 სააგენტოში გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედე­გები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინა­ობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პრო­­ცე­დურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სააგენტოში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 სააგენტოში დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში ქვეყნდება კვარტალურად 4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ 4.1 სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად 4.2 სააგენტოს მიერ სახელმწიფო შეს­ყი­დვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციე­ლე­ბული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად 4.3 ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად 4.4 რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად 5.    ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 5.1 სააგენტოს მიერ დამტკიცებული და და­ზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად 5.2 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნა­ზა­რ­დი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად 5.3 ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრე­მიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდე­ბო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად 5.4 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გა­წეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა­რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება კვარტალურად 5.5 სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავ­ტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მო­დე­ლის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად 5.6 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.7 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსა­ხურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.8 სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად 5.9 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ­რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გა­წეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამუ­რად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების,  საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეუ­ლე­ბის  მიერ სააგენტოსთვის გამოყო­ფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად 5.11 ინფორმაცია სააგენტოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმ­ღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიც­ხული ოდენობა ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალურად 5.13 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კო­დექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების  შე­სა­ხებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორ­­განოს მიერ ძალაში შესვ­ლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები 6.1 ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სააგენტოს საქმი­ანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში 6.2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომ­ლე­ბიც, სააგენტოს შეფასებით, სა­ზო­გადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში 7.    სხვა საჯარო ინფორმაცია 7.1 სააგენტოს მომსახურებების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 7.2 ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფა­სურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რო­მელთა გადახდევინებაც ხდება სააგენტოს მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში შენიშვნა: 1. წესის მიზნებისათვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს. 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტaლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია – წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. წესით გათვალისწინებული პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კატეგორიის ინფორმაციაზე, რომელიც, სააგენტოს შეფასებით, დაკავშირებულია ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან, სისხლისამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და/ან თავდაცვასთან. 4. თუ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.