„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/113
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016902
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/113

2025 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სსიპ   საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის № 1-1/73 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 26/02/2018, 040030000.22.024.016534) დამტკიცებულ „სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შერჩეული მონაწილეების დაფინანსებას არაუმეტეს 1000 ლარით ერთეტაპიანი, ხოლო არაუმეტეს 2000 ლარით ორეტაპიანი კურსებისთვის;“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მოთხოვნები ტრენინგპროვაიდერებისადმი, კურსებისადმი და ტრენერებისადმი

1. ტრენინგპროვაიდერის მიერ ტრენინგკურსის წარდგენის შემდეგ, სააგენტო ამოწმებს ტრენინგკურსის შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და შესაბამისობის შემთხვევაში, ადასტურებს კურსის დაშვებას საგრანტო პროგრამაში.

2. საგრანტო პროგრამაში კურსების წარდგენა შეუძლია ტრენინგპროვაიდერს, რომელსაც გააჩნია ტრენინგების ჩატარების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ბრუნვა შეადგენს არანაკლებ 200 000 ლარს, ხოლო წარმოდგენილი ტრენინგკურსი შეესაბამება პორტალზე გამოცხადებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებას; ამასთან აკმაყოფილებს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა) ტრენინგპროვაიდერს აღნიშნული ტრენინგკურსი ჩატარებული აქვს არანაკლებ 2 ჯგუფთან (ერთეტაპიანი კურსის შემთხვევაში არანაკლებ 42 საათი, ხოლო ორეტაპიანი კურსის შემთხვევაში არანაკლებ 84 საათი) ჯამში არანაკლებ 30 სტუდენტისთვის, ბოლო 2 წლის განმავლობაში; ტრენინგპროვაიდერის მიერ თითოეულ ტრენინგკურსზე განსაზღვრულ ტრენერს გააჩნია არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სპეციალობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს არანაკლებ 2 ტრენინგი (ერთეტაპიანი კურსის შემთხვევაში არანაკლებ 21 საათის, ხოლო ორეტაპიანი კურსის შემთხვევაში არანაკლებ 42 საათის ხანგრძლივობის), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით;

ბ) ტრენინგპროვაიდერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მოპოვებული აქვს უფლება პროგრამის განხორციელების შესახებ.

3. ტრენინგპროვაიდერი ვალდებულია ჩაანაცვლოს ისეთი ტრენერი, რომლის შეფასებაც, ტრენინგკურსის დასრულების შემდგომ, 5-ქულიანი სარეიტინგო სისტემით ჩამოცდება 3,5 ქულას.

4. ტრენინგპროვაიდერი უფლებამოსილია, კონკრეტული ტრენინგკურსისათვის დადგენილ მონაწილეთა რაოდენობის ფარგლებში, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში, კურსი დააკომპლექტოს საკუთარი მომხმარებლებით, იმ პირობით, რომ ჯგუფის დაკომპლექტებისას უპირატესობა ენიჭება ამ თავით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის მონაწილეებს და ჯგუფში მონაწილეთა საერთო რაოდენობა არ აღემატება პორტალზე წინასწარ განსაზღვრულ მონაწილეთა რაოდენობას.

5. იმ შემთხვევაში, თუ 5-ქულიან სარეიტინგო შეფასებაში, ტრენინგკურსის შეფასება ჩამოცდება 3,5 ქულას, სააგენტო უფლებამოსილია აღნიშნული ტრენინგკურსი არ დაუშვას შემდგომ საგრანტო კონკურსში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი