„სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/244
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/244

2019 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ  გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 23 თებერვალის №1-1/73 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 26/02/2018, 040030000.22.024.016534) და აღნიშნული ბრძანებით  დამტკიცებულ  სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,ვბრძანებ:“.

2. სსიპ  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის:

ა) მე-3 მუხლის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თანადაფინანსების გრანტი  –  სააგენტოს მიერ ამ წესის საფუძველზე და  თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს  შესაბამისად გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება:
ვ.ა) გამარჯვებული საპროექტო წინადადების ღირებულების არაუმეტეს 90%-ის ოდენობით, რაც არ  უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს  – თანადაფინანსების გრანტი სტარტაპებისთვის;
ვ.ბ) გამარჯვებული საპროექტო წინადადების ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს არანაკლებ 150 000 ლარს და არაუმეტეს 650 000 ლარს – ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი.“;

ბ) მესამე მუხლ „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიზნებისათვის შექმნილი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო, რომელიც ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე და აერთიანებს:
ზ.ა) სტარტაპებისთვის  თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს;
ზ.ბ) ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს.“;
 
გ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„მუხლი 14.  ინოვაციების თანადაფინანსების გრანტი

ინოვაციების თანადაფინანსების გრანტის  კონკურსში მონაწილეობის პირობებს, საკვალიფიკაციო და საპროექტო წინადადებისადმი მოთხოვნებს, ასევე  გადაწყვეტილების მიღების წესს, საგრანტო ხელშეკრულების დადების, პროექტის განხორციელებისა და მონიტორინგის პირობებს განსაზღვრავს ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო.“.

მუხლი 2
სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალოს 2019 წლის 21 მაისამდე საგრანტო პორტალზე გამოაქვეყნოს ინოვაციების თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 21 მაისიდან.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა