„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№502-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
080030000.05.001.102596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №57, 29.12.2005, მუხ. 438) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროს“, რეკეტისა და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და მათ თავიდან აცილებას, აგრეთვე „ქურდული სამყაროს“ წევრების/„კანონიერი ქურდების“ და ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე

1. ნარკოვაჭრობა − ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია.

2. ნარკომოვაჭრე − პირი, რომელიც ახორციელებს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციას.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი 

1. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან მუდმივად მცხოვრები პირი.

2. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ახლო ნათესავი არის მისი პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი.

3. რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება, ამასთანავე, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი, „ქურდული სამყაროს“ წევრი/„კანონიერი ქურდი“ ან ნარკომოვაჭრე.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. ნარკომოვაჭრის ქონება არის ნარკომოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“  ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

4. რეკეტული ქონების, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონების, ნარკომოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ და ნარკომოვაჭრის პასუხისმგებლობა 

რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ და ნარკომოვაჭრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 აპრილი 2025 წ.

N502-IIმს-XIმპ