ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2025
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016452 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/04/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2025 წლის 28 აპრილი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ა) გარე ვაჭრობა – საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის;
გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა;
დ) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი;
ე) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
მუხლი 3🔗.
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
წინამდებარე წესის მიზანია:
ა)
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ინფრასტრუქტურის იერსახის დაცვა;
ბ)
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ)
ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება;
დ)
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
ე)
საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗.
გარე ვაჭრობისთვის ნებადართული და აკრძალული საქონლის ჩამონათვალი
1.
გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა)
ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ)
ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ)
ყვავილები;
დ)
ხილ-ბოსტნეული – მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე)
სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებითა და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
2.
სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა)
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ბ)
ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ)
შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
დ)
ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
3.
აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.
4.
დაუშვებელია სუნელებითა და სანელებლებით ვაჭრობა „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების თანახმად.
მუხლი 5🔗.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
1.
ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ მემედ აბაშიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე.
2.
ხულოს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულების ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ყველგან, გარდა რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსზე ახლოს.
3.
სეზონური გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადგილებისა.
4.
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗.
გარე ვაჭრობის ორგანიზება
1.
გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
2.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
3.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.
4.
გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
5.
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 7🔗.
გარე ვაჭრობის წესის დარღვევა
1.
შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილების გარდა გარე ვაჭრობის განხორციელება სხვა ტერიტორიაზე.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
გარე ვაჭრობის კონტროლი
დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.