შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
ბრძანება № REG 3 25 00000804
2025 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-9 მუხლის, მე-16 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს შპს „მედ 11“-ის ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40; ს/კ 400245533) სასწრაფო სამედიცინო დახმარების განხორციელების უფლება, საქმიანობაში – „არასპეციალიზებული დახმარება“.
2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განხორციელების უფლების შესახებ პირველ პუნქტში მითითებული მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „მედ 11“-ის დირექტორის, ლევან ქობალიას განცხადება №305369, 19.03.2025წ.
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბრძანება №REG32400000779, 12.03.2024წ.;
ადგილზე შემოწმების აქტი: №ლ/ნ-2536-190, 28.03.2025წ.;
მოხსენებითი ბარათი: № REG125 00356060, 31.03.2025წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა ცაავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ“?
- „შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ“ მიღებულია 08.04.2025. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 3 25 00000804.
- სად არის „შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „მედ 11“-ზე სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების (ფილიალი) მინიჭების შესახებ“, №REG 3 25 00000804, 08.04.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6479234/