საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2025
ძალაში შესვლა 18.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №10/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.101.016014 94
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №10/ნ
2025 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებისა და „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემბლემა (დანართი №1), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №2);
ბ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ემბლემები (დანართი №3), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №4);
გ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №5);
დ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №6);
ე) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №7);
ვ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №8).
მუხლი 2🔗
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე