1. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2. პარლამენტის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში;

ბ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოებისა და პარლამენტის თანამდებობის პირთა საქმიანობას;

გ) პარლამენტის სასახლეში ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;

ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არ აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს;

ვ) თავის მოადგილეებს აძლევს ცალკეულ დავალებებს;

ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს;

თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებს;

ი) ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის შესახებ მიმართვებს;

კ) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის საკონსულტაციო საბჭოს. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით;

ნ) პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მოსამზადებლად ან მისი განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით, ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, ბრძანებით ქმნის ინტერფრაქციულ ჯგუფს;

ო) ბრძანებით ქმნის ერთჯერად საპარლამენტო დელეგაციას და, როგორც წესი, ხელმძღვანელობს მას ან მის ხელმძღვანელად ნიშნავს თავის ერთ-ერთ მოადგილეს ან პარლამენტის წევრს;

პ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრებისა და საპარლამენტო დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს;

ჟ) პარლამენტის წევრს ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე ერთჯერადად შესვლის უფლებას;

რ) ბრძანებით აწესრიგებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფას და განსაზღვრავს პლენარულ სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესს;

ს) ბრძანებით ადგენს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო და სახელმწიფო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;

ტ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესებს;

უ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;

ფ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატის საქმიანობას;

ქ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს;

ღ) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს ოდენობას, ადგენს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის წესს;

ყ) ბრძანებით ადგენს სახელმწიფო პენსიაზე უფლების მქონე პარლამენტის აპარატის თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესს;

შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ჩ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში;

ც) ბრძანებით ადგენს პარლამენტის ავტოპარკის განახლებისა და სამსახურებრივი ავტომობილების განაწილებისა და შესყიდვის წესს;

ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს პარლამენტის ღირსებისა და ცალკეული პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;

წ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ;

ჭ) ამტკიცებს პარლამენტის ლოგოს ნიმუშს და მისი გამოყენების წესს;

ხ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ