„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№119
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.017924
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №119

2025 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1728, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.013.856) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე შესაძლებელია გაიცეს დანამატი ზემოაღნიშნული პუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში.    

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული/ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან/და საგამოძიებო მოქმედების შედეგად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში განსაკუთრებული სირთულის ან/და მასშტაბის დანაშაულის ან/და კორუფციული გარიგების გამოვლენის, გამოძიების ან/და აღკვეთის ან ზემოაღნიშნულის განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში (რაც მოიცავს დანაშაულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან), აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი ფუნქციების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი დანამატი შემდეგი ოდენობის ფარგლებში:  

ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე – არაუმეტეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ბ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ  თანამშრომელზე – არაუმეტეს 7000 ლარი;

გ)  უფროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 6000 ლარი;

დ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 5000 ლარი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.05.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №119. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.017924.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №119, 15.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017924 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6496527/