საპატიო შუახეველის წოდების მინიჭებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.06.2025
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016343 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.04.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საპატიო შუახეველის წოდების მინიჭებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2025 წლის 2 ივნისი
დაბა შუახევი
საპატიო შუახეველის წოდების მინიჭებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აპრილის №22 დადგენილება – „საპატიო შუახეველის წოდებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი“
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეროსტომ ლორთქიფანიძე
დანართი
საპატიო შუახეველის წოდების მინიჭებისა და საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. საპატიო
შუახეველის
წოდება
1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „საპატიო შუახეველის“ წოდება.
2. „საპატიო შუახეველის“ წოდებას ანიჭებს შუახევის მ.უნიციპალიტეტის მერი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
3. „საპატიო შუახეველის“ წოდება ენიჭებათ:
ა) შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის:
ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული მიღწევებისათვის;
გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე, შუახევის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
4. „საპატიო შუახეველის“ წოდების მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო შუახეველის“ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა.
5. „საპატიო შუახეველის“ გვარი შეტანილ იქნება „შუახევის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში
6. „საპატიო შუახეველის“ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
7. „საპატიო შუახეველის“ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი.
8. „საპატიო შუახეველის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ წოდების მიმნიჭებელ ორგანოს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით „საპატიო შუახეველის“ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან პირის საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემია.
1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეროვნული იდეების ერთგულებისა და სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის მკვლევარი მეცნიერების ღვაწლის აღსანიშნავად დაწესებულია საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემია.
2. საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალური პრემიას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
3. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის პრემია ენიჭებათ პირებს:
ა) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის, აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის.
ბ) საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესწავლის, სამშობლოს წინაშე მისი ღვაწლის წარმოჩენისა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე, შუახევის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
4. საქართველოს ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის მქონე მოქალაქეებს ეძლევათ„ საპატიო მოწმობა, ატრიბუტიკა და ფულადი ჯილდო 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
5. პრემია ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია პრემიის მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და პიროვნების საიუბილეო თარიღის გამო.
6. პრემიას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი.
7. საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის ჩამორთმევა დაუშვებელია.