თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/26512-23

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/26512-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330212023007895657

საქმე №2/26512-23

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 

საქართველოს სახელით

 

2025 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  ალექსანდრე გზირიშვილი

სხდომის მდივანი   ქეთევან ლაზარაშვილი

განმცხადებელი   შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“

წარმომადგენელი   ნინო აბელიშვილი

მოთხოვნა – სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ს/ნ  215080105) აქციათა სავალდებულო მიყიდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნა:

შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“, როგორც სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ს/ნ 215080105) აქციების 97,76918%-ის მესაკუთრე მაჟორიტარი აქციონერი, ითხოვს სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ს/ნ 215080105) მინორიტარი აქციონერებისგან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სამართლიან ფასად, 2025 წლის 12 ივნისის სააღრიცხვო თარიღით გამოსყიდულ იქნეს სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მინორიტარი აქციონერების საკუთრებაში არსებული 8379 ცალი აქცია (2,23082%).

განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“ (ს/ნ 406264723) წარმოადგენს სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ს/ნ 215080105) აქციების 97,76918%-ის მესაკუთრეს, მაჟორიტარ აქციონერს, ხოლო 8379 ცალი აქცია, რაც სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ აქციების 2,23082%-ს წარმოადგენს, მინორიტარი აქციონერების საკუთრებას. შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ განზრახული აქვს 8379 ცალი აქციის (აქციების საერთო რაოდენობის 2,23082%-ის) გამოსყიდვა მინორიტარი აქციონერებისგან. მცდელობის მიუხედავად, მინორიტარ აქციონერებთან აქციების ნებაყოფლობით მიყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა და, შესაბამისად, შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ განზრახული აქვს იმოქმედოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და აქციები გამოისყიდოს სავალდებულო მიყიდვის წესით.

2023 წლის 27 ივლისს, შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიამ“, როგორც სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ აქციათა 97,76918%-ის მესაკუთრემ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, აქციათა სავალდებულო გამოსყიდვის თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა სამეწარმეო რეესტრის პორტალზე. ამდენად, მყიდველს სასამართლოში განცხადების წარდგენის წინაპირობები სრულად აქვს დაკმაყოფილებული.

2023 წლის 22 სექტემბერს წარმოდგენილ, სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ აქციათა 97,76918%-ის მქონე აქციონერის მიერ, აქციათა დარჩენილი 2,23082%-ის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე განცხადებას დანართის სახით ერთვის:

- შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან „03“ ფურცლად.

- სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან „02“ ფურცლად.

- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი „სი ეს არ“-ის სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ს/ნ 215080105) ამონაწერი აქციათა რეესტრიდან 2023 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით „19“ ფურცლად.

- სამეწარმეო რეესტრში გამოქვეყნებული შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ განცხადება სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ 2,23082% აქციათა სავალდებულო შესყიდვის შესახებ „03“ ფურცლად.

შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ განცხადება, სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე, 2023 წლის 27 ივლისს გამოქვეყნდა სამეწარმეო რეესტრის პორტალზე (იხ. საქმე №2/26512, ტომი 1, ს.ფ. 41).

2. დაინტერესებული პირის პოზიცია

დაინტერესებულ პირებს, განცხადებაში მითითებული გარემოებებთან დაკავშირებით, პოზიცია არ წარმოუდგენიათ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ განთავსებულ აქციათა საერთო რაოდენობას შეადგენს - 375 602 აქცია.

აქციონერებს/აქციათა რეგისტრირებულ მფლობელებს წარმოადგენენ შემდეგი პირები, წილთა შესაბამისი რაოდენობრივი/პროცენტული ოდენობებით:

– შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“ – 367 223 აქციის მესაკუთრე (97,76918%)

– აბურჯანია რომანი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– აბურჯანია სერგო – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ადანაია რუსუდანი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ადანაია ციალა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ადეიშვილი ანა – 11 აქციის მესაკუთრე (0,00293%)

– ალანია დალი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ალანია მერი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ალანია მიხეილი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ალანია ნოდარი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ალანია ცეზარი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ალასანია მურმანი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– არზიანი ძაძუ – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– არჩაია ბორისი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ასანოვი იაშა – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– აფშილავა თალიკო – 30 აქციის მესაკუთრე (0,00799%)

– ბაბილუა აბესალომი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ბაბილუა თეიმურაზი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ბანძელაძე ნუგზარი – 15 აქციის მესაკუთრე (0,00399%)

– ბარამია ოლია – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ბარბაქაძე ელიკო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ბასილაია გივი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– ბასილაია გურამი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ბასილაია მარინა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ბახტაძე რუსუდანი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ბებია ზაური – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ბერაია გიული – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ბერაია გიული – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ბერაია დათო – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ბერაია მაია – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ბერაია მზევინარი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ბერაია ნოდარი (უფლებამონაცვლეები: იგორ ბერაია, მზევინარი ბერაია, ირინა ბერაია) – 30 აქციის მესაკუთრე (0,00799%)

– ბესელია ბაბილო – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ბეჭვაია ლუდმილა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ბეჭვაია ნაგალი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ბონდარი ნინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ბუბაშვილი ნარგიზა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ბუკია ვახტანგი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ბუკია ზურაბი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ბურკაძე ასმათი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გაბუნია სერიოჟა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გაბუნია ჯემალი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გაბუნია ჯუმბერი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გაგუა მერაბი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გადელია ვარდიშა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გამსახურდია დარეჯანი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გამსახურდია მალხაზი – 23 აქციის მესაკუთრე (0,00612%)

– განჩაროვა ეკატერინე – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– განჩაროვი ანატოლი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გასკევიჩი ვლადიმერი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– გახოკიძე დუტუ – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გეგელავა დოდო – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– გეგენავა ანგისა – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– გეგეჭკორი შაქრო – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– გელოზია ზურაბი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გერგაია ოლია – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გვაზავა მურმანი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გვაზავა სონია – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გვათუა ანზორი – 23 აქციის მესაკუთრე (0,00612%)

– გვათუა არგენტი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– გვათუა ნანული – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გვალია ვლადიმერი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გვარამია ემზარი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გვასალია ამირანი -–18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გვასალია ანგული – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გვასალია ბონდო – 30 აქციის მესაკუთრე (0,00799%)

– გვასალია გალინა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გვასალია დათიკო –  22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გვასალია ვაჟა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გვასალია ვლადიმერი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გვასალია ნანული – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გვასალია რევაზი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გვასი ნანული – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გვიჩია დათო – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– გიგიბერია ზაური – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გოგონაია პარმენი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გოგუა ბადრი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გორგაძე მზია – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გრიგალაშვილი დინარი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– გრიგოლია ზურაბი – 24 აქციის მესაკუთრე (0,00639%)

– გრიგოლია ნათელა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გუბელაძე აპალონი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გუბელაძე გენადი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გუბელაძე თენგიზი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– გულუა ბიჭუნა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– გულუა მზიური – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გულუა როლანდი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გურალია იური – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გურული ჟანა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– გუჯაბიძე თამარა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– გუჯაბიძე მარინა – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– გუჯაბიძე რომანი - 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– დავითაია დალი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– დავითაია თინა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– დამენია დიდიკო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– დანელია ქეთევანი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– დარჩია ჟენია – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– დგებუაძე ეკატერინა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– დემიანიუკი თამარა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– დემიანიუკი მიხეილი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– დემიანუკი მიხეილი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– დობროვა ზინა – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– დოლბაია ედიშერი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– დოლბაია ნანი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– დოლუა ინგა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– დომაკინა ალია – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– დუნდუა დალი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ედიბერიძე იამზე  – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ელიავა ვიტალი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ელიზაროვი პავლე – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ერემაძე გულნარა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ეროხინა ნატალია – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ესიავა ნინა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ვადაქარია მაყვალა – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ვალოდინი პეტრე – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ვარდანიანი არიქსანა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ვერბინი ანატოლი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ზაბიჩუკი ანატოლი – 43 აქციის მესაკუთრე (0,01145%)

– ზვიადევი ვაჩესლავი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– თაბაგარი თამარა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– თაბაგარი მერაბი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– თირქია ლიანა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– თოლორდავა რევაზი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– თოფურია ანზორი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– თოფურიძე ნინო – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– თურმანიძე ვალენტინა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– თურმანიძე ლეილა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– თურქია ელეონორა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– თურქია ომარი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– იოსავა ვლადიმერი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კაკულია გურამი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კაკულია ირაკლი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– კალინიჩენკო ეკატერინა – 16 აქციის მესაკუთრე (0,00426%)

– კალინიჩენკო ვასილი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კალინიჩენკო სერგო – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კარანაძე ლარისა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– კარტოზია ნინო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კახიანი გულადი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– კახიანი ქეთო – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კეკელია ანატოლი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კეკელია ვაგნერი – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– კეკელიძე გიორგი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კეკელიძე ივერი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– კეკელიძე ირმა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– კეშელავა ჯანიკო – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– კვარაცხელია გრიგორი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– კვარაცხელია ვალენტინა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კვარაცხელია ლუსტანა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კვარაცხელია ნათელა – 11 აქციის მესაკუთრე (0,00293%)

– კვაჭაძე ვალიკო – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– კვაჭაძე ვაჟა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კვირკველია ლენა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კიკაჩეიშვილი თამარა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კილასონია გივი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კილასონია ზურაბი – 11 აქციის მესაკუთრე (0,00293%)

– კილასონია თამაზი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კილასონია ჯულიეტა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კინწურაშვილი ტარიელი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– კლაჩკოვა თამარა – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– კოზინა ვერა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კონჯარია გალინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– კონჯარია ფრიდონი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– კორკელია სოსო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კორტავა ბოჩო – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– კორტავა თამაზი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კორძახია მურთაზი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კოსმინი იური – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– კოტიკი ოლღა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კრავცოვი ანატოლი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კრივცოვა ევდოხა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კრივცოვი მიხეილი – 27 აქციის მესაკუთრე (0,00719%)

– კუდრავცევა ირინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– კუკავა ნანული – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– კუპრეიშვილი ნანი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– კუჭავა ალმარი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ლაგიძე ჯუმბერი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ლაზარია ლორა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ლაზარია ნოდარი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ლაზაროვი ვლადიმერი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ლაკია რაჟიკო – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ლასარეიშვილი გურამი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ლაშხია ვარლამი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ლემონჯავა ღუღუნა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ლემუნჯავა ლარისა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ლეჟავა გურამი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– ლეჟავა თინა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ლეფსაია ირმა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ლოლუა მარინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– მაკალათია გულნარა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მაკალათია იამზე – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– მაკალათია როინი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– მამფორია ნორა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მარშავა ნანული – 19 აქციის მესაკუთრე (0,00506%)

– მაქაცარია დანძელი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– მაღულარია გივი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მაჭავარიანი ლამარა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– მაჭავარიანი გოგუცა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– მეგრელიშვილი გივი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მეგრელიშვილი ჯემალი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მესხი დარეჯანი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– მილორავა შოთა– 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– მიმინოშვილი გიორგი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მიმინოშვილი რუსუდანი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– მიმინოშვილი ტოგო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მიქაბერიძე დიმიტრი – 37 აქციის მესაკუთრე (0,00985%)

– მიქაბერიძე ზავერი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– მიქავა ბიჭიკო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მიქავა დიმორი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– მიქაცაძე ჯუმბერი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– მიხაილავი ვლადიმერი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– მოდებაძე ავთანდილი –18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მომზიკოვა პელაგია – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მორგოშია მამუკა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– მოსიაშვილი ჯემალი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– მურუსიძე ალექსანდრე – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– მცხომარია ვახტანგი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ნანავა მერი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ნანეიშვილი თამარა – 16 აქციის მესაკუთრე (0,00426%)

– ნაროუშვილი ლალი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ნაროუშვილი ნოდარი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ნარსია გურამი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ნასარაია ლარისა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ნიჟარაძე გივი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ნოდია ლიანა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ოდნაჩოვი ვლადიმერი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ოდნაჩოვი ივანე – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ოკუჯავა ნათელა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ორლენსოვი ნინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ორშია გულივერი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– პარკაია ნუგზარი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– პაჭკორია იზოლდა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– პაჭკორია ქეთო – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– პეტროსიანი ქუნქუშ – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– პირტახია ფაცუ –  25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– პუზანოვა ლუბა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ჟველია თინა –  18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჟველია მერი - 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ჟორდანია ზაირა – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ჟორდანია მარინა – 40 აქციის მესაკუთრე (0,01065%)

– რადუა ჯანიკო – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– რეზნიკოვა ნატალია – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– როსტობაია ანზორი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– როსტობაია ზურაბი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– რუხაძე დურმიშხან – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– რუხაძე თამაზი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– რუხაძე შალვა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– სანაია თენგიზი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– სარალიძე ჯამბული – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– სარიშვილი ეთერი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– სარსანია ამალია – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– სეიტ-აჯიევა აქსანა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– სეიტ-აჯიევი სერგო – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– სიმორენკო თამარა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– სიჭინავა ეთერი – 30 აქციის მესაკუთრე (0,00799%)

– სიჭინავა ელისო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– სიჭინავა მარინა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– სიჭინავა მარინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– სიჭინავა მერი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– სიჭინავა ნანული – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– სიჭინავა ორესტი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– სიჭინავა ჯემალი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– სტეფანია გურამი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– სტეფანია ლეილა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– სულოროვა ლუდმილა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ტარანი ვალენტინა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ტერენტიევა ლეილა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ტოტიკოვა ზაური – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ტოტიკოვა ლუბა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ტყებუჩავა ალექსანდრე – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ტყებუჩავა გრიგორი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ტყებუჩავა ვალენტინა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– უფლისაშვილი ვალერი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ფაჩულია ლენა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ფაჩულია შოთა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ფიფია სვეტა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ფოჩხუა დემური – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ქავთარაძე ალექსი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ქარქაშაძე მერაბი – 13 აქციის მესაკუთრე (0,00346%)

– ქარჩავა ირინა – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– ქარჩავა ნოდარი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ქაჩიბაია ეთერი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ქაცარავა მარინა – 13 აქციის მესაკუთრე (0,00346%)

– ქირია ვარლამი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ქოიავა ჟუჟუნა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ღამბაშიძე ალექსანდრე  – 13 აქციის მესაკუთრე (0,00346%)

– ღამბაშიძე სპარტაკი – 13 აქციის მესაკუთრე (0,00346%)

– ღვამბერია ლევანი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ღვინჯილია რევაზი – 13 აქციის მესაკუთრე (0,00346%)

– ღვინჯილია ჯუდო – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ღუტიძე ზაური – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– კურუა გენადი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– კურუა ირინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– კურუა ნუგზარი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– შამათავა ჯუმბერი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– შამუგია ლეილა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– შამუგია ქსენია – 11 აქციის მესაკუთრე (0,00293%)

– შარაშენიძე მერაბი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– შელეგია ლიანა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– შელია ტარიელი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– შენგელია გრიგორი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– შენგელია ნანული – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– შეროზია აკაკი – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– შეროზია ლაშა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– შეროზია მადონა –  22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– შულგა ივანე – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– შუროვსკაია ნინა – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– შურღაია ზურაბი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ჩაკაბერია გოგუცა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ჩარტია დიდიმი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ჩაჩავა თამაზი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჩაჩუა ბეჟანი –  29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ჩაჩუა თინა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ჩაჩუა ლეილა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ჩაჩუა მაია – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ჩილაჩავა რუალა – 34 აქციის მესაკუთრე (0,00905%)

– ჩიქობავა ირინა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჩიქობავა ნიკოლოზი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჩხენკელი მერი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჩხენკელი სვეტა – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ჩხიკვაძე ავთო – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ცაავა ელდარი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ცაცუა ჯემალი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ცირდავა მარინა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ციცქარავა იმედო – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ცომაია მზევინარი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ცხვიტარიძე ოთარი – 30 აქციის მესაკუთრე (0,00799%)

– ცხომაია მადონა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ძიძავა ვარდო – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ძიძიგური ზაირა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– წულაია აგენერა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– წულაია აველი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– წულაია ავთანდილი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– წულაია ამირანი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– წულაია ბიჭუნა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– წულაია მზევინარი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– წურწუმია დავითი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– წურწუმია ლოლა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– წურწუმია ოთარი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ჭაკუა ლონგინოზი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ჭანტურია ვაჟა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ჭანტურია რევაზი – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ჭაჭია როზმანი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჭეჟია მიმოზა – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ჭუბაბრია გულნარა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჭუბაბრია ჯილდა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ხაბურზანია იროდი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ხაბურზანია თამარა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ხაბურზანია ლუიზა – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ხაბურზანია მოგელი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ხაბურზანია სვეტლანა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ხაბურზანია ძაბა – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ხარბედია მზისადარი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ხარებავა მერაბი –18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ხვიჩია ზოია – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ხიჟნიაკი ნიკოლოზი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ხორავა ბადრი – 25 აქციის მესაკუთრე (0,00666%)

– ხორავა ვიქტორი – 36 აქციის მესაკუთრე (0,00958%)

– ხუბუა გერმანე – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ხუბუა ციალა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ხუბუტია მედიკო – 31 აქციის მესაკუთრე (0,00825%)

– ხურცილავა ბორისი – 22 აქციის მესაკუთრე (0,00586%)

– ხურცილავა გრიგორი – 29 აქციის მესაკუთრე (0,00772%)

– ხურცილავა მაყვალა – 14 აქციის მესაკუთრე (0,00373%)

– ჯანიაშვილი მარგო – 32 აქციის მესაკუთრე (0,00852%)

– ჯანჯღავა ვასილი – 40 აქციის მესაკუთრე (0,01065%)

– ჯანჯღავა შურა – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

– ჯოჯუა გიორგი – 18 აქციის მესაკუთრე (0,00479%)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი „სი ეს არ“-ის სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ ამონაწერი აქციათა რეესტრიდან 2023 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით;

- მხარის ახსნა-განმარტება;

3.1.2. შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ განცხადება, სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე, 2023 წლის 27 ივლისს გამოქვეყნდა სამეწარმეო რეესტრის პორტალზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

- სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხნის) (ს/ნ 215080105) აქციათა 97,76918%-ის მესაკუთრე შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ (ს/ნ 406264723) განცხადება სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ 2,23082%-ის აქციათა სავალდებულო შესყიდვის შესახებ;

- მხარის ახსნა-განმარტება;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი გარემოება სადავო არ გამხდარა.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914  მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ აქციონერს აქციების შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების არანაკლებ 95 პროცენტისა, ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – მყიდველი) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველი სასამართლოსთვის მიმართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აქციათა გამოსყიდვის მიზეზების/პირობების და პროცედურების შესახებ.

უდავოა, რომ სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ განთავსებულ აქციათა საერთო რაოდენობას შეადგენს – 375 602 აქცია.

უდავოა, რომ სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მაჟორიტარი აქციონერი შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“ ფლობს 367 223 აქციას, რაც შეადგენს აქციათა საერთო რაოდენობის 97,76918%-ს.

უდავოა, რომ სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მინორიტარი აქციონერები ფლობენ 8379 ცალ აქციას (ყველა მინორიტარი აქციონერის აქციების საერთო რაოდენობა), რაც შეადგენს აქციათა საერთო რაოდენობის 2,23082%-ს.

უდავოა, რომ შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ განცხადება, სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე, 2023 წლის 27 ივლისს გამოქვეყნდა სამეწარმეო რეესტრის პორტალზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი და თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს:

ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე;

ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები;

გ) საზოგადოების აქტივები (მათ შორის, საწარმოს რეზერვები, საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №008616224 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის, კვლევით ნაწილში აღნიშნული დაშვებების/გარემოებებისა და სასაქონლო ექსპერტიზით დადგენილი მონაცემების გათვალისწინებით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ს/ნ 215080105) ერთი ცალი აქციის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 26,09 ლარს.

შესაბამისად, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დაინტერესებულ პირებს განმცხადებლის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 500 ლარი.

      სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით და

    გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ (ს/ნ 406264723) განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ (ს/ნ 406264723), როგორც სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ (ს/ნ 215080105) 367 223 აქციის (სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ აქციათა საერთო რაოდენობის 97,76918%) მესაკუთრე მაჟორიტარ აქციონერს ნება დაერთოს მოახდინოს სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მინორიტარი აქციონერებისგან 8379 ცალი აქციის (მინორიტარი აქციონერების საკუთრებაში არსებული აქციების ჯამი) გამოსყიდვა, რაც შეადგენს სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ აქციათა საერთო ოდენობის 2,23082%-ს;

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს (ერთი ცალი აქციის ღირებულებად) – 26.09 ლარი;

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს – 2025 წლის 12 ივნისი  18:00 საათი;

5. სს „ფოთი ტრანსტერმინალი“-ს (ს/ნ 215080105) აქციების მფლობელ მინორიტარ აქციონერებს (ჯამში ფლობენ 2,23082%-ს) დაეკისროთ ამავე საზოგადოების 97.76918%-ის მფლობელი შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯიას“ სასარგებლოდ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

 

მოსამართლე                                                                             ალექსანდრე გზირიშვილი