ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2025
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.605863 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/06/2025
788 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.12.2022 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 19.06.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.09.2022 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 11.07.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.06.2024

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2025 წლის 30 მაისი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 209​3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად,ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის  ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, საზოგადოებრივ სივრცეებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქალაქ ბაღდათის ტერიტორიაზე მდებარე  პარკებსა და სკვერებში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტროტუარებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლა/ყოფნა. მუხლი 3🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებამ“ (ს/ნ 425052523). მუხლი 4🔗 დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინფორმაციის განთავსების გზით. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე დანართი N1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქ. ბაღდთის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი აწესრიგებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქ. ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (ტექსტში შემდგომ – პირუტყვი) ყოლის/ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს – მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) და ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებას“ (ს/ნ 425052523) მოქმედების სფეროს; მუხლი 2🔗. პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა 1. პირუტყვის ყოფნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე დასაშვებია მეთვალყურეობის ქვეშ, გარდა ქალაქის პარკისა და სკვერის ტერიტორიისა, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტროტუარებზე (სადაც პირუტყვის ყოფნა აკრძალულია როგორც მეთვალყურეობის გარეშე, ისე მეთვალყურეობის ქვეშაც). 2. პირუტყვის მიერ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა დასაშვებია მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით. მუხლი 3🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 151-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალისტი. ოქმს თან უნდა დაერთოს შესაბამისი ფოტომასალა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას და მის მოვლა-პატრონობას, ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) უზრუნველყოფს   ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება“ (ს/ნ 425052523). 4. პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების ოდენობა განისაზღვრება მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებას“ (ს/ნ 425052523)  მიერ შედგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, გონივრულობის ფარგლებში და რეალური დასაბუთებით. მუხლი 4🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი 1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 2. პირუტყვის იდენტიფიკაცია განხორციელდება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ იმერეთის რეგიონული სამმართველოს მიერ „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების ფარგლებში შედგენილი ბაღდათის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სიების საფუძველზე. 3. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვს არ აღმოაჩნდება ყურზე დამაგრებული ნომერი, პირის საკუთრების უფლების დადასტურება მოხდება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ბაღდათის  მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ. 4. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს  აწერს ზედამხედველობის სამსახურის  უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს; მუხლი 5🔗. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი 1.პირუტყვის მესაკუთრის მიერ დაკისრებულ ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების 30 კალენდარული დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, სხვაობა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 3.დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან. 4.დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 5.ჯარიმა, ასევე, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი (საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შეიძლება გასაჩივრდეს ბაღდათის  მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით. 2. გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირუტყვის მესაკუთრეს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისაგან. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.