საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.05.2025
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016503 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.03.2025
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2025 წლის 30 მაისი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუქნტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია“ დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 14 მარტის №6 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მუხლი 2🔗. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი (მესაკუთრე) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის ოდენობა
1.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის შეადგენს:
ა) ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლებისათვის 1(ერთი) ლარს;
ბ) კომერციული ობიექტისთვის საკურორტო ზონაში 3 (სამი) ლარს.
2. ისეთი შენონა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისთვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარი,
ბ) III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარი,
გ) IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარი.
3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 (ერთი) გრძივ მეტრზე შეადგენს 1 ლარს.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
1. მოსაკრებელი ჩაირიცხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის შეტანით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
2. მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები.
მუხლი 7🔗. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გამცემი არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი. ნებართვა გაიცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შედგენილი სანებართვო მოწმობის ფორმით.
მუხლი 8🔗. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი
1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.