„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№457
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.157.016561
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №457

2025 წლის 30 მაისი

ქ. თეთრიწყარო

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს  ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 01.03.2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.157.016457) დამტკიცებული  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“ მეექვსე  მუხლში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი.

2. აპარატის უფროსი  სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  უფლებამოსილების ვადისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის  უფლებამოსილების დაწყებამდე პერიოდის ჯამს.

3. აპარატის უფროსი:

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების, სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტებს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფსიულ საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ვ) აწარმოებს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დაანგარიშებას, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს საჭიროებისათვის განსახორციელებელი შესყიდვების წინადადებების მოზადებას, შემდგომში შესყიდვების გეგმაში ასახვის მიზნით;

ნ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, ასევე სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებაs;

თ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

5. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2025.
როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.05.2025. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №457. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016561.
რამდენი მუხლისგან შედგება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №457, 30.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016561 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6513866/