საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე
მიღების თარიღი 05.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №196
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025088 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 22.12.2009
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ საჯარო სამსახურის შესახებ „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №196
2025 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე
მუხლი 1🔗
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდგომში − ცენტრი).
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №237 და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №362 დადგენილებები.
მუხლი 2🔗
1. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო მოძრავი ქონება და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს სამინისტროს.
4. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო უძრავი ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 3🔗
დაევალოს სამინისტროს:
ა) ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოფს:
ა.ა) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;
ა.ბ) ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.გ) ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;
გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით;
დ) შექმნას კომისია, ცენტრში დასაქმებულ თანამშრომელთა სამინისტროს სისტემაში შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის განხილვისა და წინადადებების მომზადების მიზნით.
მუხლი 4🔗
1. დადგენილება, გარდა პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე