ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-351
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016903 106
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/06/2025
8,162 სიტყვა · ~41 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ღორის ვეზიკულარული დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 08.07.2025 ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 14.07.2015 წვრილფეხა საქონლის ჭირის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 01.08.2025 ბლუთანგის აღმოფხვრასა და კონტროლთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 03.08.2018 ცხვრისა და თხის ყვავილის აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 01.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-351 2025 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ღორის აფრიკულ ჭირთან (ცხელებასთან) ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო  წესის (დანართი №7)“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი  საგანგებო გეგმა“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“ (შემდგომ – გეგმა) მიზნად ისახავს აფრიკული ჭირის (ცხელება) (შემდგომ – აფრიკული ჭირი) წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას საქართველოში. 2. წარმოდგენილი გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ აღმოფხვრაზე. გეგმაში ასახული ღონისძიებები მიზნად ისახავს აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქებისას გასატარებელ კონტროლის ზომებს და სხვა დამატებით ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფრიკული ჭირის გამომწვევი ვირუსების გავრცელება შინაურ და გარეულ ღორებში. 3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია დაინფიცირებულ ტერიტორიაზე აფრიკული ჭირის აღმოფხვირსათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი დაცვის ზომებზე, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით. 4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში. 5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. მუხლი 2🔗. სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ფუნქციები და ვალდებულებები 1. აფრიკულ ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 2. სააგენტო უზრუნველყოფს: ა) მოკვლევის ჩატარებას აფრიკული ჭირის არსებობის დასადასტურებლად ან გამორიცხვის მიზნით; ბ) სადგომში განთავსებული ცხოველების კლინიკურ გამოკვლევას; გ) ნიმუშების აღებას ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს შესაბამისად; დ) დაავადების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის ან სხვა შეზღუდვების დაწესებას, მოხსნას და მის გატარებაში ხელშეწყობას; ე) შეტყობინების გაგზავნას ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH); ვ) გადაადგილების კონტროლს; ზ) მკვდარი ან მოკლული ღორის სხეულის დამუშავების ზედამხედველობას; თ) სადგომებისა და მოწყობილობების დეზინფექციას; ი) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას. 3. სააგენტო პასუხისმგებელია აფრიკული ჭირის კონტროლზე როგორც გარეულ, ისე შინაურ ღორებში. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია (შემდგომ – სახელმწიფო ლაბორატორია) ახორციელებს აფრიკული ჭირის დიაგნოსტიკას და სააგენტოს დროულად აწვდის ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ გამოცდის ოქმს, საჭიროების შემთხვევაში ატარებს პოსტვაქცინალურ კვლევებს. 5. სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადებაზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და შეტანილი უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗. ექსპერტთა ჯგუფი 1. დაავადების აფეთქების შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების კონტროლის ექსპერტთა ჯგუფის (შემდგომ – ჯგუფის) შექმნა, რომლის მიერ მოხდება ქვეყნის მასშტაბით დაავადების კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. 2. ექსპერთა ჯგუფი უზრუნველყოფს: ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემოლოგიური) გამოკითხვის ჩატარებას; ბ) ნიმუშის აღებასა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების გაანალიზებას (ინტერპრეტაციას); გ) დაავადების კონტროლის ზომების განსაზღვრას. 3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის ფუნქციისა და მოვალეობების შესახებ დამატებითი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.  მუხლი 4🔗. აფრიკული ჭირის შესახებ შეტყობინების ვალდებულება 1. აფრიკული ჭირის საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს. 2. ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგებისა და აფრიკული ჭირის დადასტურების ნებისმიერი შემთხვევის (ფერმებში, სასაკლაოებში, სატრანსპორტო საშუალებებში, გარეულ ღორებში) შესახებ, სააგენტო ვალდებულია დაავადების შესახებ გაუგზავნოს შეტყობინება და მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH), დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. ზომები აფრიკული ჭირის არსებობაზე ეჭვის მიტანისას 1. სააგენტოს მიერ დაავადების არსებობის გამორიცხვამდე ან დადასტურებამდე, პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაატაროს დაავადების კონტროლის შემდეგი ზომები: ა) მოახდინოს ყველა ცხოველის იზოლირება, რომლებზეც არსებობს ეჭვი აფრიკული ჭირით ინფიცირებაზე; ბ) განახორციელოს შესაბამისი დამატებითი ბიოუსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი; გ) შეაჩეროს შინაური ღორების ყველა გადაადგილება სადგომიდან ან სადგომის მიმართულებით; დ) სადგომიდან ან სადგომის მიმართულებით აღკვეთოს სხვა სახეობის ცხოველების გადაადგილება, ღორების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მასალების, ნივთიერებების; ე) უზრუნველყოს სადგომის წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის ჩანაწერების განახლება; ვ) სააგენტოს მოთხოვნით, მიაწოდოს ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია აფრიკულ ჭირთან დაკავშირებით; ზ) შეასრულოს სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები აფრიკული ჭირის კონტროლთან დაკავშირებით. 2. სადგომში აფრიკულ ჭირზე ეჭვის შემთხვევაში, დაინფიცირებული ცხოველებისგან და სადგომიდან სხვა არაინფიცირებულ ცხოველებზე ან ადამიანებზე დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო სადგომზე აწესებს ოფიციალურ ზედამხედველობას და დაუყოვნებლივ უწესებს შემდეგ წინასწარ შეზღუდვებსა და ბიოუსაფრთხოების ზომებს: ა) სადგომში და სადგომიდან შინაური ღორების გადაადგილების აკრძალვას; ბ) სადგომში და სადგომიდან სხვა ცხოველების გადაადგილების აკრძალვას; გ) ნებისმიერი პროდუქტის, მასალის ან ნივთიერების გადაადგილების აკრძალვას, რომელიც შესაძლოა იყოს დაბინძურებული ან რომელმაც შესაძლოა გადაიტანოს დაავადებები სადგომიდან; დ) ახდენს შინაური ღორების იზოლაციას და დაცვას გარეული ცხოველებისგან, სხვა სახეობის ცხოველებისგან და, საჭიროების შემთხვევაში, მწერებისა და მღრღნელებისგან; ე) შინაური ღორების დაკვლის აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი ნებადართულია სააგენტოს მიერ; ვ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მასალების, ნივთიერებების, პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების არამიზნობრივად გადაადგილების აკრძალვას სადგომებში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებიდან გამონაკლისის სახით, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ავტორიზაცია ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილებას იმ სადგომიდან, რომელზედაც არსებობს აფრიკულ ჭირზე ეჭვი, რისკის შეფასების შემდეგ და იმ პირობით, თუ: ა) ცხოველებისა და პროდუქტების გადაადგილება შეესაბამება ყველა პირობას და ბიოუსაფრთხოების ზომებს, რაც აუცილებელია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად; ბ) დანიშნულების სადგომში არ არის სხვა შინაური ღორი; გ) დანიშნულების სადგომში არ არის სასაკლაო. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტომ დანიშნულების სადგომს შეიძლება დაავალოს დაავადების კონტროლის ზომების გატარება. 5. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია შინაური ღორების პრევენციული მოკვლაზე იმ სადგომში, სადაც აფრიკულ ჭირზე არსებობს ეჭვი. 6. იმ მკვდარი ცხოველისგან მიღებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც მოკვდა ან მოკლულია, უნდა დამუშავდეს ან განადგურდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს დაავადების აგენტის ინაქტივაცია და დაავადების გავრცელების თავიდან აცილება არადასნებოვნებულ ცხოველებზე. 7. აფრიკული ჭირის დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს, რომ აფრიკული ჭირის დაავადაბაზე საეჭვო სადგომში პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ განაახლოს ინვენტარი. 8. აფრიკული ჭირზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ინვენტართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ადგენს განახლებულ მონაცემებს, კერძოდ: ა) სადგომში განთავსებულ ცხოველების სახეობების, კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ; ბ) ყველა იმ ცხოველის სახეობის საიდენტიფიკაციო ნომერის შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია სავალდებულოა; გ) შინაური ღორების სახეობების, კატეგორიების და რაოდენობის შესახებ, რომლებიც სადგომში დაიბადნენ, მოკვდნენ, გამოავლინეს კლინიკური ნიშნები ან სავარაუდოდ დაინფიცირებულები არიან აფრიკული ჭირით; დ) ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, მასალის ან ნივთიერების შესახებ, რომელიც შეიძლება დაბინძურდეს, ან რომელმაც შესაძლოა მოახდინოს აფრიკული ჭირის დაავადების გადატანა სადგომში; ე) საჭიროების შემთხვევაში, ყველა ადგილის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს დაავადების გადამტანი ვექტორების გადარჩენას სადგომში. 9. თუ სადგომი შედგება რამდენიმე ეპიდემიოლოგიური ერთეულისაგან, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა იქნეს მითითებული თითოეული ეპიდემიოლოგიური ერთეულისთვის. 10. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ფარგლებში, დაავადებაზე ეჭვის მქონე სადგომში სააგენტო ამოწმებს სულ მცირე შემდეგ ჩანაწერებს: ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინვენტარის შესახებ; ბ) შინაური ღორების წარმოშობის სადგომში შემოსვლისა და სადგომიდან გასვლის თარიღის შესახებ; გ) სხვა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, სადგომში შემოსვლისა და სადგომიდან გასვლის თარიღის შესახებ; დ) წარმოების შესახებ; ე) შესაძლებლობის შემთხვევაში, სადგომის ვეტერინარი ექიმის ვიზიტების შესახებ. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების ანალიზი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე 15 დღის მონიტორინგის პერიოდს, რომელიც გამოითვლება იმ თარიღიდან, როდესაც დაფიქსირდა შეტყობინება ეჭვის არსებობის შესახებ. 12. სადგომში შინაურ ღორებში აფრიკული ჭირის ეჭვის არსებობის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია შექმნას დროებითი შეზღუდული ზონა იმ შემთხვევაში, თუ: ა) სადგომი მდებარეობს შინაური ღორების მაღალი სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიაზე (არეალში, ზონაში); ბ) ხდება შინაურ ღორებთან კონტაქტში მყოფი ცხოველების ან პირების გადაადგილება, რომლებზეც არსებობს აფრიკული ჭირის ეჭვი; გ) არსებობს აფრიკული ჭირის დაავადებაზე დიაგნოზის დადასტურების შეყოვნება; დ) არსებობს არასაკმარისი ინფორმაცია საეჭვო დაავადების შესაძლო წარმოშობისა და შემოჭრის გზების შესახებ. 13. დროებითი შეზღუდული ზონის შენარჩუნება შესაძლებელია იმ მომენტამდე, სანამ აფრიკული ჭირის არსებობა გამოირიცხება იმ სადგომში, სადაც მასზე იყო ეჭვი, ან დადასტურებული იქნება აფრიკული ჭირის არსებობა და დაწესდება შეზღუდული ზონა. 14. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დროებით შეზღუდულ ზონებში შინაური ღორების პრევენციული მოკვლის ან დაკვლის შესახებ, როდესაც ამას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოითხოვს. მუხლი 6🔗. ზომები შინაურ ღორებში აფრიკული ჭირის ოფიციალური დადასტურების შემთხვევაში 1. სააგენტო ოფიციალურად ადასტურებს აფრიკული ჭირის გავრცელებას შინაურ ღორებში, როდესაც შემთხვევა დადასტურებულია შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ა) დაავადების აგენტი, ვაქცინის შტამების გარდა, იზოლირებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში; ბ) დაავადების გამომწვევი აგენტისთვის სპეციფიკური ანტიგენი ან ნუკლეინის მჟავა იდენტიფიცირებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომელიც ამჟღავნებს დაავადების შესაბამის კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევასთან; ან გ) დადებითი შედეგი არაპირდაპირი დიაგნოსტიკური მეთოდიდან, რომელიც არ არის ვაქცინაციის შედეგი, მიღებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომელიც ამჟღავნებს დაავადების შესაბამის კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან. 2. საწარმოში აფრიკული ჭირის გავრცელების ოფიციალური დადასტურების შემდეგ სააგენტო გასცემს ავტორიზაციას, რათა ამ გეგმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, უფლებამოსილი პირის (ვეტერინარის) მეთვალყურეობის ქვეშ დაუყოვნებლივ გამოყენებულ იქნეს დაავადების კონტროლის შემდეგი ღონისძიებები: ა) დასნებოვნებულ სადგომში განთავსებული ყველა ღორი უნდა მოიკლას რაც შეიძლება მალე ადგილზე, სადგომის ტერიტორიაზე ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების აგენტის გავრცელების რისკი მოკვლის დროს და მის შემდეგ; ბ) უნდა იქნეს მიღებული ყველა შესაბამისი და აუცილებელი ბიოუსაფრთხოების ზომა, რათა თავიდან იქეას აცილებული დაავადების შესაძლო გავრცელება არადასნებოვნებულ შინაურ ან გარეულ ცხოველებზე; გ) მკვდარი ან მოკლული ღორების ლეშები ან ნაწილები უნდა განიკარგოს შესაბამისად; დ) სადგომში არსებული ყველა პოტენციურად დაბინძურებული ცხოველური წარმოშობის სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (მათ შორის, მოკვლის შედეგად მიღებული და ცხოველური წარმოშობისა და ჩანასახოვანი (სპერმული პროდუქტები), მასალა ან ნივთიერება იზოლირებული უნდა იყოს მანამ, სანამ: დ.ა) არ მოხდება მათი განკარგვა ან გადამუშავება; დ.ბ) არ დასრულდება დასუფთავებისა და დეზინფექციის ღონისძიებები; დ.გ) არ მოხდება დეზინფექციისთვის უვარგისი მასალების უტილიზაცია და დასუფთავება უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. 3. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და აკონტროლებს, რომ: ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, დასნებოვნებული საწარმოდან ტრანსპორტირებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მასალების ან ნივთიერებების დასნებოვნებული სადგომიდან ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულია ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები აფრიკული ჭირის აგენტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 4. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის მიზნებისთვის სააგენტო აგროვებს ნიმუშებს ლაბორატორიული გამოკვლევისთვის შინაური ღორებიდან, მათ მოკვლამდე ან სიკვდილამდე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, სააგენტოს შეუძლია რისკის შეფასების განხორციელების შემდეგ და რისკის შემამცირებელი სხვა ზომების გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, გადაწყვიტოს შინაური ღორების მოკვლა უახლოეს შესაფერის ადგილზე ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელების რისკი მოკვლის ან ტრანსპორტირების დროს. მუხლი 7🔗. სპეციფიკური გამონაკლისები, რომლებიც გამოიყენება აფრიკული ჭირის აფეთქებისას იმ სადგომებში, სადაც განთავსებულია შინაური ღორები ორ ან მეტ ეპიდემიოლოგიურ ერთეულში 1. სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან იმ ეპიდემიოლოგიურ ერთეულებზე, რომლებშიც დაავადება არ არის დადასტურებული რისკის შეფასების ჩატარების შემდეგ და, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად დადებითი შედეგების მიღების შემდეგ და იმ პირობით, თუ: ა) ეპიდემიოლოგიურმა მოკვლევამ არ გამოავლინა რაიმე ეპიდემიოლოგიური კავშირი იმ ეპიდემიოლოგიურ ერთეულებს შორის, რომლებშიც დადასტურებულია აფრიკული ჭირი და იმ ერთეულებს შორის, რომლებშიც დაავადება არ არის დადასტურებული, მათ შორის, აფრიკული ჭირის დაავადების გავრცელების ეჭვის არსებობაზე; ბ) სააგენტოს მიერ დაადასტურებულია, რომ, სულ მცირე, მონიტორინგის პერიოდში (15 დღე) აფრიკული ჭირის დადასტურებამდე, იმ ეპიდემიოლოგიურ ერთეულებში, რომლებშიც დაავადება არ იყო დადასტურებული, ცხოველები იყვნენ სრულიად განცალკევებულნი და ამ ერთეულებში საქმიანობას ახორციელებდა სხვა პერსონალი. 2. სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ცხოველთა შემდეგ კატეგორიებზე, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული პირობები: ა) შეზღუდულ სადგომებში განთავსებულ ცხოველებზე; ბ) სამეცნიერო მიზნებისთვის ან იმ მიზნებისთვის განთავსებულ ცხოველებზე, რომელიც უკავშირდება დაცულ ან გადაშენების პირას მყოფ სახეობების კონსერვაციას; გ) წინასწარ ოფიციალურად დარეგისტრირებულ იმ ცხოველებზე, რომლებიც წარმოადგენენ იშვიათ ჯიშებს; დ) სათანადოდ დასაბუთებული მაღალი გენეტიკური, კულტურული ან საგანმანათლებლო ღირებულების მქონე ცხოველებზე. 3. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, სააგენტო უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) სააგენტომ შეაფასა ამგვარი გამონაკლისის დაშვების შედეგები, განსაკუთრებით, საქართველოსა და მიმდებარე ქვეყნების ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და დაასკვნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება; ბ) განხორციელებულია ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფრიკული ჭირის დაავდების გადაცემის რისკი ჯანმრთელ ღორებზე ან/და გარეულ ცხოველებზე, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ბ.ა) დაავადების პროფილის; ბ.ბ) ცხოველთა დასნებოვნებული სახეობების. გ) ცხოველები დაქვემდებარებულნი არიან სათანადო იზოლაციას და კლინიკურ მეთვალყურეობას, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩათვლით, მანამ, სანამ სააგენტო არ დარწმუნდება, რომ ცხოველები აღარ წარმოადგენენ დაავადების გადაცემის რისკს. მუხლი 8🔗. გარეულ ღორებში დაავადების კონტროლის დამატებითი ღონისძიებების გატარება აფრიკული ჭირის აფეთქების შემთხვევაში 1. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, სააგენტოს შეუძლია დაადგინოს გარეული ღორისთვის ნიმუშის აღების პროცედურები. 2. სააგენტო აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელების რისკის შეფასების ჩატარების შემდეგ და რისკის შემამცირებელი სხვა ზომების გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, გასცემს ავტორიზაციას განხორციელდეს გარეული ღორის მოკვლა იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელების რისკი მისი მოკვლის, ტრანსპორტირების და მკვდარი ცხოველების მთლიანი ლეშის ან ნაწილების განკარგვამდე. მუხლი 9🔗. დაინფიცირებულ სადგომში წინასწარი დასუფთავება და დეზინფექცია და მწერების და მღრნელების კონტროლი 1. ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებითა და, საჭიროების შემთხვევაში, ამ გეგმის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებისთანავე, სააგენტომ დაავადების გავრცელების აცილების მიზნით უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავებას და დეზინფექციას და, საჭიროების შემთხვევაში, გააკონტროლოს მწერებისა და მღრნელების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები დასნებოვნებულ სადგომში. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წინასწარი დასუფთავება, დეზინფექცია და კონტროლი ხორციელდება ამ გეგმის დანართი №1-ის „დასუფთავების, სადეზინფექციო პროცედურები და საჭიროების შემთხვევაში, მწერებისა და მღრღნელების კონტროლი“ I და II ნაწილებში მითითებული პროცედურების შესაბამისად, სათანადო საშუალებების გამოყენებით, აფრიკული ჭირის დაავადების აგენტის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, რაც ადეკვატურად უნდა იქნეს დოკუმენტირებული. 3. იმ შემთხევევაში, თუ სააგენტო დაუშვებს გამონაკლისს ამ გეგმის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან, სააგენტო გასცემს ავტორიზაციას, რათა ჩატარდეს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული წინასწარი დასუფთავება, დეზინფექცია და კონტროლის პროცედურები, დასნებოვნებულ ცხოველიდან, სადგომებიდან და ადგილებიდან დაუსნებოვნებელი ცხოველებზე, აფრიკული ჭირის დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღნიშნული ღონისძიებების გარდა, სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და ზედამხედველობას უწევს, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დასნებოვნებულ სადგომში და სადგომიდან ცხოველთა გადასაყვანად, სათანადოდ გაიწმინდოს და მოხდეს დეზინფექცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაექვემდებაროს მწერების და მღრღნელების კონტროლს. მუხლი 10🔗. ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული სადგომების და სხვა შესაბამისი ადგილების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება 1. ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ფარგლებში და ყველა ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული სადგომის და სხვა შესაბამისი ადგილების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების მიზნით, სააგენტო ახდენს იმ სადგომში არსებული ყველა ცხოველის მიკვლევადობას, რომელშიც დადასტურდა აფრიკული ჭირის დაავადების აფეთქება, ასევე ახორციელებს ყველა იმ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, მასალის, ნივთიერების, სატრანსპორტო საშუალების ან პირების მიკვლევადობას, რომელთაც შეეძლოთ გამოეწვია შესაბამისი დაავადების გავრცელება, მათ შორის: ა) იმ ნივთების, რაც სადგომში იქნა მიტანილი ან გატანილი სადგომიდან; ბ) იმ პირების, რომლებიც სადგომთან იყვნენ კონტაქტში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული მოკვლევა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 15-დღიან მონიტორინგის პერიოდს, რომლის გამოთვლა უნდა მოხდეს დაავადების ეჭვის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან. 3. იმ შემთვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოკვლევა ადასტურებს, რომ შინაური ღორები გაიგზავნა ან გამოიგზავნა დასნებოვნებული სადგომიდან /სადგომში 15 დღის განმავლობაში, სააგენტო: ა) გადაადგილების დანიშნულების ან წარმოშობის სადგომებში ახორცილებს მოკვლევებს, აწესებს შეზღუდვებსა და ბიოუსაფრთხოების ზომებს ამ გეგმის მე-5 მუხლის მე-2-მე-11 პუნქტების შესაბამისად, ან ბ) დაუყოვნებლივ ავრცელებს ამ გეგმის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ზომებს წარმოშობის ან დანიშნულების ადგილის სადგომზე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება ამ სადგომში ან ამ სადგომის გავლით. 4. სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით მითითებულ ზომებს იმ სხვა დაწესებულებებსა და შესაბამის ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შესაძლოა დაბინძურდეს ამ მუხლის პირველ პუნქტით მითითებული მოკვლევის ფარგლებში დასნებოვნებული სადგომიდან იდენტიფიცირებულ ცხოველებთან, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან, მასალებთან, ნივთიერებებთან, პირებთან ან სატრანსპორტო საშუალებებთან კონტაქტის შედეგად, ან ეპიდემიოლოგიური მოკვლევის სხვა ინფორმაციის საფუძველზე. მუხლი 11🔗. მიკვლევადობით იდენტიფიცირებული ცხოველური პროდუქტების მიმართ გასატარებელი ზომები 1. სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და გაუწიოს ზედამხედველობა დაბინძურებული სპერმის, ოოციტების და ემბრიონების განკარგვაზე. 2. სააგენტომ უნდა გასცეს ავტრიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს ცხოველური პროდუქტების, დამუშავებას ან შესაბამის განკარგვას, სულ მცირე: ა) ცხოველური პროდუქტების შემთხვევაში, ცხოველის საკვების გადამამუშავებელ პირველ საწარმომდე; ბ) ნაკელის გარდა, ცხოველური პროდუქტების შემთხვევაში, გადამუშავების პირველ საწარმომდე; ან გ) ნაკელის შემთხვევაში, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშსაგების ჩათვლით, იმ ადგილამდე, სადაც ის ინახება. 3. სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი საწარმოებიდან ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულ იქნეს ტრანსპორტირების მოთხოვნები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი დაბინძურება. 4. სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და გაუწიოს ზედამხედველობა იმას, რომ მასალები ან ნივთიერებები, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება დაბინძურდეს ან რომლებმაც შესაძლოა გადაიტანოს დაავადება, შეესაბამებოდეს ბიოუსაფრთხოების და ბიოუვნებლობის ინსტრუქციის პირობებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების აგენტის გავრცელება. მუხლი 12🔗. შეზღუდული ზონის დაწესება 1. სადგომში, სურსათისა და ცხოველის საკვების საწარმოებში, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საწარმოებში ან სხვა ადგილებში, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის გავრცელების შემთხვევაში, სააგენტო დაუყოვნებლივ ადგენს დაავადებული სადგომის ან მის გარშემო შეზღუდულ ზონას. 2. სადგომში, სურსათისა და ცხოველის საკვების საწარმოებში, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საწარმოებში ან სხვა ადგილებში, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებებში აფრიკული ჭირის დაავადების აფეთქების შემთხვევაში, სააგენტო დაინფიცირებული სადგომის ან მის ირგვლივ, დაუყოვნებლივ აწესებს შეზღუდულ ზონას, რომელიც შედგება: ა) დამცავი ზონისგან, რომელიც მოიცავს დაავადების აფეთქებიდან 3 კმ-ის მინიმალურ რადიუსს; ბ) სამეთვალყურეო ზონას, რომელიც მოიცავს აფეთქებიდან 10 კმ-ის მინიმალურ რადიუსს; გ) საჭიროების შემთხვევაში, დამცავი და საზედამხედველო ზონების ირგვლივ არსებული ან მიმდებარე ტერიტორიების დამატებით შეზღუდულ ზონებს, სადაც სააგენტო გამოიყენებს იმავე ზომებს, რაც გათვალისწინებულია სამეთვალყურეო ზონისთვის. 3. აფრიკული ჭირის დაავადების ახალი აფეთქების შედეგად წარმოშობილი ორი ან მეტი შეზღუდული ზონების გადაფარვის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა მოახდინოს თავდაპირველი შეზღუდული ზონის საზღვრების ადაპტირება, მათ შორის დამცავი, საზედამხედველო და დამატებითი შეზღუდული ზონების საზღვრებისა. 4. სააგენტო დაუყოვნებლივ აგროვებს და აახლებს შეზღუდულ ზონაში არსებულ ყველა იმ სადგომის ინვენტარის შესახებ მონაცემებს და ინფორმაციას, რომელშიც განთავსებულია შინაური ღორები, ასევე ცხოველთა სახეობების, კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციას თითოეულ სადგომში. 5. სააგენტოს შეუძლია, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით და ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, განახორციელოს შინაური ღორების პრევენციული მოკვლა ან დაკვლა შეზღუდულ ზონაში მდებარე დაწესებულებებში. 6. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას და ზედამხედველობას უწევს, რომ შეზღუდული ზონიდან მკვდარი გარეული ღორისა და შინაური ღორის მთლიანი ლეშის ან ნაწილების ყველა გადაადგილება მოხდეს იმ სადგომში, რომელიც განკუთვნილია მათ გადასამუშავებელად ან გასანადგურებლად. 7. ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ტრანსპორტირება შეზღუდული ზონის გავლით უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ დაწესებულ კონკრეტულ შემდეგ პირობებს: ა) შეზღუდულ ზონაში არ უნდა ხდებოდეს გაჩერება ან გადმოტვირთვა; ბ) უნდა მოხდეს ძირითადი მაგისტრალური სამანქანო ან სარკინიგზო გზების პრიორიტიზირება; გ) უნდა მოხდეს იმ სადგომების გვერდის ავლა, რომლებშიც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები. 8. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მიღებულია შეზღუდული ზონიდან და გადაადგილდება მის ფარგლებს გარეთ, თან უნდა ახლდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული გადაადგილების დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი გადაადგილება ნებადართულია შეზღუდული ზონიდან სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებით. 9. აფრიკული ჭირის დაავადების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, შეზღუდული ზონის იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორი, ნებადართული უნდა იყოს სააგენტოს მიერ ნიმუშების შეგროვება. 10. რისკის შეფასების შემდეგ სააგენტოს არ შეუძლია დააწესოს შეზღუდული ზონა იმ შემთხვევაში, თუ აფრიკული ჭირის აფეთქება ხდება შემდეგ ადგილებში: ა) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომში, რომელშიც განთავსებულია ღორები; ბ) სამეცნიერო მიზნებისთვის ან იმ მიზნებისთვის განთავსებულ ღორებზე, რომელიც უკავშირდება დაცულ ან გადაშენების პირას მყოფ სახეობების კონსერვაციას; გ) წინასწარ ოფიციალურად დარეგისტრირებულ იმ ღორებზე, რომლებიც წარმოადგენენ იშვიათ ჯიშებს; დ) სათანადოდ დასაბუთებული მაღალი გენეტიკური, კულტურული ან საგანმანათლებლო ღირებულების მქონე ღორებზე; ე) სურსათისა და ცხოველის საკვების საქმიანობებზე, სასაზღვრო კონტროლის პუნქტებზე, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების საწარმოებზე; ვ) სატრანსპორტო საშუალებებზე; ზ) ადგილებზე, სადაც ტარდება ცხოველების შეკრების ოპერაციები ან დროებითი გამოფენა ან ვეტერინარული დახმარება. 11. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება შინაური ღორებისა და მათგან მიღებული ცხოველური პროდუქტების გადაადგილებისთვის, შეზღუდული ზონიდან, ზონაში და მისი გავლით იყოს: ა) დაგეგმილი და დაცული ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების, ცხოველური პროდუქტების ან ცხოველების ჯანმრთელობისთვის საშიშროების შემცველი ნებისმიერი ნივთიერების გაჟონვა ან დაღვრა; ბ) გასუფთავებული და დეზინფიცირებული ღორების, ცხოველური პროდუქტების ან ცხოველის ჯანმრთელობის ნებისმიერი საფრთხის შემცველი ნივთის ტრანსპორტირების დროს და, საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა ჩაუტარდეს დამატებითი დეზინფექცია, და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს გამოშრობა ან უნდა მიეცეს გამოშრობის შესაძლებლობა ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების ნებისმიერი ახალი დატვირთვის წინ; გ) საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირების დაწყებამდე, მწერების და მღრღნელების მიმართ გატარებული კონტროლის ზომები. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით მითითებული სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია უნდა შესრულდეს სააგენტოს მიერ გათვალისწინებული ინსტრუქციის ან პროცედურის მიხედვით და შესაბამისი ბიოციდური პროდუქტების გამოყენებით, აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების უზრუნველსაყოფად და დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისად. მუხლი 13🔗. საკონტროლო ზომები (ღონისძიებები) დამცავ ზონაში 1. სააგენტო დაცულ ზონაში არსებულ სადგომებზე (გარდა იმ სადგომებისა, რომელშიც დადასტურებულია აფრიკული ჭირის დაავადება, სადაც განთავსებულია შინაური ღორები), დაუყოვნებლივ გასცემს ავტორიზაციას შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად: ა) უზრუნველყოფილ იქნეს შინაური ღორების განცალკევება გარეული ცხოველებისა და არაამთვისებელი ცხოველთა სახეობებისგან; ბ) დამატებითი მეთვალყურეობის განხორციელებაზე, რათა დადგინდეს აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელება სადგომებში, ნებისმიერი გაზრდილი ავადობის ან სიკვდილიანობის ან წარმოების მონაცემების მნიშვნელოვანი შემცირების ჩათვლით. ნებისმიერი ასეთი ზრდა ან შემცირება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს; გ) მწერების და მღრღნელების მიმართ კონტროლის ადეკვატური საშუალებების განხორციელებაზე სადგომში და მის ირგვლივ; დ) სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაზე სადგომის შესასვლელებსა და გასასვლელებში; ე) აფრიკული ჭირის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომების გატარებაზე ყველა იმ პირზე, რომლებიც კონტაქტში არიან სადგომში განთავსებულ შინაურ ღორებთან ან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შედიან სადგომში ან ტოვებენ სადგომს; ვ) დაავადებაზე მეთვალყურეობისა და კონტროლის მიზნით ყველა იმ პირის შესახებ ჩანაწერების წარმოებაზე, ვინც განახორციელა ვიზიტი სადგომში. ჩანაწერები უნდა იყოს განახლებული და სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს აღნიშნული მონაცემების მიწოდება; ზ) შინაური ღორების ან სადგომში განთავსებული მკვდარი ან მოკლული ცხოველების მთლიანი ლეშის ან ნაწილების შესაბამის განკარგვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აფრიკული ჭირის ოფიციალური დადასტურების შემდეგ სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილმა პირებმა მოახდინონ, სულ მცირე, ერთი ვიზიტი დამცავ ზონაში არსებულ ყველა სადგომში, რაც შეიძლება მალე და დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე. ვიზიტისას უფლებამოსილმა პირებმა უნდა გახორციელონ, სულ მცირე: ა) დოკუმენტური შემოწმება, წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის შესახებ ჩანაწერების ანალიზის ჩათვლით; ბ) აფრიკული ჭირის შემოტანის ან გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შემოწმება; გ) შინაური ღორების კლინიკური გამოკვლევა; დ) საჭიროების შემთხვევაში, აფრიკული ჭირის არსებობის დასადასტურებლად ან გამორიცხვის მიზნით, ცხოველების ნიმუშების შეგროვება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის. 3. სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს უფლებამოსილი პირის დამატებითი ვიზიტები დამცავ ზონაში არსებულ სადგომებში სიტუაციის მსვლელობაზე მონიტორინგის მიზნით. 4. სააგენტომ ჩატარებული საქმიანობა და ვიზიტები უნდა აღნუსხოს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. 5. სააგენტო ამ გეგმის №2 დანართის „აკრძალვები შეზღუდულ ზონაში“ მიხედვით კრძალავს ყველა საქმიანობას, მათ შორის, შინაურ ღორებთან და ცხოველურ პროდუქტებთან და სხვა მასალებთან, რომელიც უკავშირდება დამცავი ზონიდან/ზონაში გადაადგილებას. გარდა ამისა, სააგენტოს შეუძლია გაავრცელოს ეს აკრძალვები შემდეგზე: ა) არამგრძნობიარე სახეობების ცხოველებსა და ასეთი ცხოველების პროდუქტებზე; ბ) საქმიანობაზე, მათ შორის გადაადგილებაზე, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია დანართ №2-ში. 6. აკრძალვებისგან გათავისუფლებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი ცხოველური პროდუქტები: ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი დამუშავება ამ გეგმის დანართი №3-ის „შეზღუდული ზონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე რისკის შემცირების პროცედურები“ მიხედვით; ბ) ის ცხოველური პროდუქტები, ან სხვა მასალები, რომლებმაც შეიძლება გაავრცელონ დაავადება, რომელიც მიღებული ან წარმოებული იქნა მონიტორინგამდე 15 დღით ადრე; გ) დამცავ ზონაში წარმოებული ის პროდუქტები, რომლებიც მიღებულ იქნა შინაური ღორებისაგან. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით მითითებულ პროდუქტებზე, თუ: ა) ცხოველური პროდუქტები არ იყო განცალკევებული წარმოების პროცესის, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს იმ პროდუქტებისგან, რომლებიც არ იყო დაშვებული შეზღუდული ზონის გარეთ გაგზავნისთვის; ან ბ) სააგენტოს აქვს ამ პროდუქტებზე/პროდუქტებიდან ან მისი მეშვეობით, დაავადების გავრცელების შესახებ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით მითითებული აკრძალვებიდან გამონაკლისების დაშვების წესით, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილებაზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით: ა) ავტორიზაციის გაცემამდე, სააგენტო აფასებს ავტორიზაციიდან გამომდინარე რისკებს და შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა; ბ) ყველა ავტორიზებული გადაადგილება უნდა შესრულდეს: ბ.ა) ექსკლუზიურად დადგენილი მარშრუტის გავლით; ბ.ბ) ძირითადი მაგისტრალური სამანქანო ან სარკინიგზო გზების პრიორიტიზირებით; ბ.გ) იმ სადგომების მიმდებარე ტერიტორიისთვის გვერდის ავლით, რომლებშიც განთავსებულია ჩამოთვლილი სახეობის ცხოველები; გ) წარმოშობის სადგომს სააგენტო განსაზღვრავს (გამოყოფს) დანიშნულების სადგომის დამცავი ზონიდან/ზონაში გადაადგილების მიზნით; დ) სააგენტომ უნდა შეამოწმოს, რომ დანიშნულების სადგომი თანახმაა იყოს ამ მიზნის განხორციელებისთვის განსაზღვრული (გამოყოფილ) სადგომი და მიიღოს ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების თითოეული პარტია; ე) დამცავი ზონიდან ცხოველების გადაადგილების ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ამგვარი გადაადგილებები არ გამოიწვევს აფრიკული ჭირის გავრცელების საშიშროებას, რაც უნდა ეფუძნებოდეს: ე.ა) სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაყვანი ღორების ჩათვლით, კლინიკურ გამოკვლევას, სასურველი შედეგებით; ე.ბ) საჭიროების შემთხვევაში, სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაადგილებელი ღორების ჩათვლით, ლაბორატორიულ გამოკვლევას სასურველი შედეგებით; ე.გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით მითითებული უფლებამოსილი პირების ვიზიტების შედეგებს; ვ) დამცავი ზონიდან ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირებაზე, სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს: ვ.ა) მთელი წარმოების პროცესისა და მათი შენახვის დროს, ცხოველური პროდუქტები კარგად რომ იყოს განცალკევებული იმ პროდუქტებისაგან, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან; ვ.ბ) ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირება არ განხორციელდეს იმ პროდუქტებთან ერთად, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან; ზ) ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ბიოუსაფრთხოების დამატებითი ზომები ტარდება დატვირთვის მომენტიდან, ყველა სატრანსპორტო ოპერაციის მსველობის დროს და დანიშნულების ადგილზე მითითებულ სადგომში გადმოტვირთვის დაწყებამდე. 9. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია შინაური ღორების, დამცავ ზონაში მდებარე სადგომებიდან სასაკლაოზე გადაადგილებას, რომელიც მდებარეობს: ა) დამცავ ზონაში, რაც შეიძლება ახლოს წარმოშობის სადგომისთან; ბ) საზედამხედველო ზონაში, როდესაც დამცავ ზონაში ცხოველების დაკვლა შეუძლებელია; გ) საზედამხედველო ზონასთან რაც შეიძლება ახლოს, როდესაც შეუძლებელია ცხოველების დაკვლა შეზღუდულ ზონაში. 10. სააგენტო გასცემს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციებს, შემდეგი პირობებით: ა) სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს დალუქული დატვირთვის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გაგზავნას და მის ზედამხედველობას; ბ) სასაკლაოს ბიზნესოპერატორმა: ბ.ა) სააგენტოს წინასწარ უნდა შეატყობინოს შინაური ღორების მიღების განზრახვის შესახებ; ბ.ბ) დაკვლის წინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს, დაუდასტუროს სააგენტოს რაიმე სახის ნიშნების არარსებობა ღორის აფრიკულ ჭირზე; გ) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა: გ.ა) გააკონტროლოს ადილზე ტარდება თუ არა ეფექტური პროცედურები, რათა დარწმუნდეს დამცავი ზონიდან შემოსული, შინაური ღორები იყო თუ არა განთავსებული ცალკე და იყო თუ არა დაკლული ასეთი ცხოველებისგან განცალკევებულად ან სხვა დროს, სასურველია იმ სამუშაო დღის დასრულების ბოლოს, როდესაც მოხდა საქონლის მიღება; გ.ბ) გაუწიოს ზედამხედველობა, რათა განხორციელდეს იმ ტერიტორიების დასუფთავება და დეზინფექცია, სადაც ცხოველები განთავსდნენ და დაიკლნენ და ზედამხედველობა გაუწიოს დასუფთავებისა და დეზინფექციის დასრულებას, ვიდრე სხვა შინაური ღორები არ განთავსდებიან ან დაიკვლებიან ამ შენობებში; გ.დ) ზედამხედველობა გაუწიოს ასეთი შინაური ღორებისაგან ხორცის დამუშავებას. 11. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია დამცავი ზონის გარეთ მდებარე სადგომებიდან დამცავ ზონაში მდებარე სასაკლაოში შინაური ღორების გადაადგილებაზე, თუ: ა) ღორები მოთავსებულია სხვა დამცავი ზონიდან შემოსული ღორებისგან განცალკევებით და თუ მათი დაკვლა მოხდა ამ ღორებისგან განცალკევებით ან სხვა დროს; ბ) მიღებული ახალი ხორცი დაჭრილი, ტრანსპორტირებული და შენახულია, იმ ახალი ხორცისგან განცალკევებით, რომელიც მიღებულია დაცული ზონიდან წარმოშობილი ღორებისაგან; გ) ამ გეგმის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით მითითებული სატრანსპორტო საშუალებების გაწმენდა და დეზინფექცია ტარდება ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ ღორების გადმოტვირთვის შემდეგ. 12. დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, ინფიცირებული სადგომების ცხოველების მოკვლის და განკარგვის და დასუფთავება/დეზინფექციის ოპერაციების განხორციელების შემდეგ. 13. დამცავი ზონის მოხსნის შემდეგ, საზედამხედველო ზონისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები ვრცელდება დამცავი ზონის ტერიტორიაზე სულ მცირე 15 დღის განმავლობაში. მუხლი 14🔗. კონტროლის ზომები საზედამხედველო ზონაში 1. სააგენტო გასცემს ავტორიზაციას, რათა საზედამხედველო ზონაში არსებულ ყველა სადგომში, სადაც განთავსებულია შინაური ღორები, დაუყოვნებლივ იქნეს გამოყენებული ამ გეგმის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ: ა) მოხდეს შინაური ღორების განცალკევება, გარეული ცხოველებისა და არაამთვისებელ ცხოველთა სახეობებისგან; ბ) განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა, რათა დადგინდეს ღორის აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელება სადგომებში, მათ შორის, ნებისმიერი გაზრდილი ავადობა ან სიკვდილიანობა ან წარმოების მონაცემების მნიშვნელოვანი ვარდნა; ნებისმიერი ასეთი ზრდა ან ვარდნა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს; გ) სადგომში და მის მიმდებარედ მღრღნელების კონტროლის ადეკვატური საშუალებების დანერგვა; დ) სადგომის შესასვლელებსა და გასასვლელებში შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება; ე) შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გამოყენება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც კონტაქტშია შინაურ ღორებთან ან შემოდის ან ტოვებს დაწესებულებას, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი; ვ) სადგომში შემომსვლელი ყველა პირის რეგისტრაცია, ჩანაწერების ყოველდღიური განახლება, რათა მოხდეს დაავადების მეთვალყურეობის ხელშეწყობა და კონტროლი, და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი ხელმისაწვდომობა სააგენტოსთვის; ზ) მკვდარი ან მოკლული შინაური ღორების მთლიანი ტანხორცის ან მათი ნაწილების განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილმა პირებმა ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებისა და ამავე გეგმის დანართი №4-ის „კლინიკური გამოკვლევები, ნიმუშის აღების პროცედურები, დაავადებათა დიაგნოსტიკური მეთოდები და ნიმუშების ტრანსპორტირება“ „ა.3“ პუნქტის შესაბამისად, ნიმუშების აღების კუთხით განახორციელონ ვიზიტები საზედამხედველო ზონაში მდებარე იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები. 3. სააგენტო, ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების შესაბამისად, იყენებს აკრძალვებს, შეზღუდვების მოხსნის ზომებს და გამონაკლისებს საზედამხედველო ზონიდან/ზონაში ცხოველების, ცხოველური პროდუქტების და სხვა მასალების გადაადგილებასთან დაკავშირებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით მითითებული აკრძალვიდან გამონაკლისების დაშვების წესით, სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გადაადგილებას ამ მუხლის მე-3-მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური პირობებით და ამ მუხლის მე-3-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ზოგადი პირობებით. ავტორიზაციის გაცემამდე, სააგენტო აფასებს ამ ავტორიზაციიდან გამომდინარე რისკებს. შეფასებამ უნდა მიუთითოს, რომ ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა. 5. ყველა ავტორიზებული გადაადგილება უნდა შესრულდეს: ა) ძირითადი მაგისტრალური სამანქანო ან სარკინიგზო გზების პრიორიტიზირებით; ბ) იმ სადგომების მიმდებარე ტერიტორიისთვის გვერდის ავლით, რომლებშიც განთავსებულია ჩამოთვლილი სახეობის ცხოველები; გ) დანიშნულების სადგომში გადმოტვირთვამდე, გაჩერებისა ან გადმოტვირთვის გარეშე. 6. წარმოშობის სადგომს განსაზღვრავს სააგენტო დანიშნულების სადგომის საზედამხედველო ზონიდან/ზონაში გადაადგილებების მიზნით. 7. სააგენტომ უნდა შეამოწმოს, დანიშნულების სადგომი არის თუ არა თანახმა, წარმოშობის სადგომიდან მიიღოს ცხოველების ან პროდუქტების თითოეული პარტია. 8. საზედამხედველო ზონიდან ცხოველების გადაადგილების ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ამგვარი გადაადგილებები არ იწვევდეს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების საშიშროებას, რაც უნდა ეფუძნებოდეს: ა) სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაყვანი ღორების ჩათვლით, კლინიკური გამოკვლევას, სასურველი შედეგებით; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სადგომში განთავსებული შინაური ღორების, გადასაადგილებელი ღორების ჩათვლით, ლაბორატორიულ გამოკვლევას სასურველი შედეგებით; გ) თუ შესაძლებელია, ამ გეგმის მე-13 მუხლის პირველ პუნქტით მითითებული უფლებამოსილი პირების ვიზიტების შედეგებს. 9. საზედამხედველო ზონიდან ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირებისას, სააგენტომ უნდა გასცეს ავტორიზაცია და ზედამხედველობა გაუწიოს: ა) მთელი წარმოების პროცესისა და მათი შენახვის დროს, ცხოველური პროდუქტები კარგად რომ იყოს განცალკევებული იმ პროდუქტებისაგან, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან; ბ) რომ ცხოველური პროდუქტის ტრანსპორტირება არ განხორციელდეს იმ პროდუქტებთან ერთად, რომელთა გატანა არ შეიძლება შეზღუდული ზონიდან. 10. გამონაკლისებზე ავტორიზაციის გაცემისას, სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ ბიოუსაფრთხოების დამატებითი ზომები ტარდება დატვირთვის მომენტიდან, ყველა სატრანსპორტო ოპერაციის მსველობის დროს და დანიშნულების ადგილზე მითითებულ სადგომში გადმოტვირთვის დაწყებამდე ინსტრუქციის შესაბამისად. 11. სააგენტოს შეუძლია დაუშვას საზედამხედველო ზონიდან წარმოშობილი იზოლირებული ცხოველების გადაადგილება იმ სასაკლაოზე, რომელიც მდებარეობს: ა) წარმოშობის სადგომისთან რაც შეიძლება ახლოს, შეზღუდული ზონის ფარგლებში; ბ) შეზღუდულ ზონის გარეთ, საზედამხედველო ზონასთან რაც შეიძლება ახლოს, როდესაც შეუძლებელია ღორების დაკვლა შეზღუდულ ზონაში და რისკის შეფასების ჩატარების შემდეგ. 12. სააგენტოს შეუძლია დაუშვას საზედამხედველო ზონის გარეთ წარმოშობილი შინაური ღორების გადაადგილება საზედამხედველო ზონაში მდებარე სასაკლაოზე. 13. სააგენტოს შეუძლია, რისკის შეფასების განხორციელების შემდეგ, ავტორიზაცია გასცეს იზოლირებული შინაური ღორების გადაადგილებას იმავე მიწოდების ჯაჭვის სადგომში, რომელიც მდებარეობს საზედამხედველო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ, რათა დაასრულოს წარმოების ციკლი დაკვლამდე. თუ დანიშნულების ადგილი მდებარეობს საზედამხედველო ზონის გარეთ, სააგენტო ამ დაწესებულებაში გამოიყენებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ზომებს, რამდენადაც ზედამხედველობის წარმოშობის ზონაში დაავადების კონტროლის ღონისძიებები შენარჩუნებულია ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 14. სააგენტოს შეუძლია გასცეს ავტორიზაცია საზედამხედველო ზონაში მდებარე სადგომებიდან ნაკელის, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშაგების ჩათვლით გადამუშავების გარეშე გადაადგილებაზე იმავე საზედამხედველო ზონაში მდებარე იმ ნაგავსაყრელზე, რომელზეც სააგენტოს მიერ უკვე გაცემული იყო ავტორიზაცია ამ მიზნით. 15. სააგენტოს შეუძლია საზედამხედველო ზონაში წარმოებული მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვები მასალების და ჩალის გადაადგილებაზე გასცეს ავტორიზაცია იმ პირობით, თუ მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვების მასალა და ჩალა: ა) ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოების გარდა, წარმოებულია ისეთ ადგილებში, სადაც იზოლირებულად ინახავდნენ ღორებს; ბ) წარმოებულ იქნა ცხოველის საკვების გადამამუშავებელ იმ საწარმოებში, სადაც არ იყო განთავსებული ღორი; გ) განკუთვნილია საზედამხედველო ზონაში გამოსაყენებლად; დ) დაექვემდებარა ერთ-ერთ რისკის შემამცირებელ დამუშავებას მაინც. 16. სააგენტო იყენებს ამ მუხლის პირველ პუნქტით, მე-3-მე-15 პუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს სურსათისა და ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ საქმიანობებში, სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში, ცხოველური პროდუქტების საწარმოებში, ან საზედამხედველო ზონაში არსებულ ნებისმიერ სხვა ადგილას, სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით მითითებულ სადგომებში და ადგილებზე სააგენტოს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ზომები, რომლებიც ადაპტირებულია კონკრეტულ სიტუაციაზე, რათა თავიდან აიცილოს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საზედამხედველო ზონაში და მის გარეთ. 18. სააგენტოს შეუძლია გააუქმოს დაავადების კონტროლის ის ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება საზედამხედველო ზონაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავიდა 30-დღიანი მინიმალური ვადა და დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ა) დამცავ ზონაში ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-12-მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულია; ბ) იმ წარმომადგენლობითი რაოდენობის სადგომებმა, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები, სასურველი შედეგებით გაიარეს უფლებამოსილი პირების ვიზიტები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 19. როდესაც ამ გეგმის მე-13 მუხლის მე-5-მე-7 და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცხოველების გადაადგილების აკრძალვა შენარჩუნებულია 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ღორის აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელების ოფიციალური დადასტურების გამო, სააგენტოს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია გასცეს ავტორიზაცია შინაური ღორების გადაადგილებაზე სადგომიდან შეზღუდულ ზონაში იმ შემთხვევებში, როდესაც: ა) ბიზნესოპერატორმა წარადგინა დასაბუთებული განაცხადი ამ ავტორიზაციისთვის; ბ) ასეთი გადაადგილების ავტორიზაციის შედეგად მიღებული რისკები შეფასებული იყო ავტორიზაციამდე და შეფასება მიუთითებს, რომ ღორის აფრიკული ჭირი ვირუსის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა; გ) უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს კლინიკური გამოკვლევები და შეაგროვეს ლაბორატორიული გამოკვლევების ნიმუშები ცხოველებისგან, მათ შორის გადასაყვანი ცხოველებიდან, რომლებმაც სასურველი შედეგი აჩვენეს. მუხლი 15🔗. დასნებოვნებულ სადგომებზე რეპოპულაციის ნებართვის პირობები 1. დასნებოვნებული სადგომის რეპოპულაციაზე სააგენტოს შეუძლია ნებართვა გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები: ა) შესაბამისი ბიოციდური პროდუქტების გამოყენებით აფრიკული ჭირის ვირუსის განადგურების უზრუნველსაყოფად განხორციელდა საბოლოო დასუფთავება/დეზინფექცია, მღრღნელების კონტროლი და აღნიშნული ადეკვატურად იქნა დოკუმენტირებული; ბ) ამოიწურა 15-დღიანი მონიტორინგის პერიოდი, რომელიც აითვლება იმ დღიდან, როდესაც განხორციელდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია. 2. სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს, რათა საბოლოო დასუფთავება/დეზინფექცია და მღრღნელების კონტროლი ინფიცირებულ სადგომში განხორციელდებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 3. თუ სათანადოდ დასაბუთებული მიზეზების გამო საბოლოო დასუფთავება/დეზინფექცია და მღრღნელების კონტროლი, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, სრულად არის განხორციელებული დასნებოვნებულ სადგომში, სააგენტომ ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით შეუძლია გასცეს ავტორიზაცია რეპოპულაციაზე იმ პირობით, თუ: ა) წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის შესრულებიდან გავიდა სულ მცირე 3 თვე; ბ) ავტორიზაციის გაცემამდე სააგენტომ შეაფასა ის მოსალოდნელი რისკები, რომელიც ამ ავტორიზაციის შედეგად შეიძლება წარმოიშვას და შეფასებაში უთითებს, რომ აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა. 4. სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს დასნებოვნებულ სადგომში შინაური ღორებით რეპოპულაციას იმ შემთხვევაში, თუ რეპოპულაციისთვის განკუთვნილი შინაური ღორები არ არიან წარმოშობილი იმ სადგომიდან, რომელიც ექვემდებარება შეზღუდვებს და სადგომში შეყვანამდე, ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, გამოირიცხა დაავადების არსებობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის ნიმუშები უნდა შეგროვდეს: ა) საწარმოში შესაყვანი ყველა ღორის წარმომადგენლობითი რაოდენობიდან, თუ ისინი შეყვანილია ერთსა და იმავე დროს და ერთი და იგივე წარმოშობის სადგომიდან; ბ) თითოეული ტვირთის ღორების წარმომადგენლობითი რაოდენობიდან, თუ ღორები უნდა შემოვიდეს სხვადასხვა დროს ან წარმოშობის სხვადასხვა სადგომიდან. 6. რეპოპულაციისთვის განკუთვნილი შინაური ღორები სადგომებში უნდა შეიყვანონ შემდეგნაირად: ა) დასნებოვნებული სადგომის ყველა ეპიდემიოლოგიურ ერთეულებსა და შენობაში; ბ) სასურველია ერთსა და იმავე დროს ან 15 დღის განმავლობაში, რომელიც გამოითვლება პირველი ცხოველის შემოყვანის დღიდან; გ) გადაუხურავი მეურნეობის სადგომების შემთხვევაში ან როდესაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მითითებული მოთხოვნა არაპრაქტიკულია, სენტინელი ცხოველების გამოყენებით, სადგომში შეყვანამდე, აფრიკულ ჭირზე ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის აღებულ ნიმუშებზე დაუდგინდათ სასურველი შედეგები. 7. უფლებამოსილი პირები სულ მცირე, ახორციელებენ დასნებოვნებული დაწესებულების მონახულებას მე-15 დღეს, რომელიც გამოითვლება ცხოველების სადგომში განთავსების დღიდან და ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული დღიდან 30 დღის გასვლამდე, რა დროსაც ახორციელებენ სულ მცირე: ა) დოკუმენტურ შემოწმებებს, წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის შესახებ ჩანაწერების ანალიზის ჩათვლით; ბ) განთავსებული ჩამოთვლილი ცხოველთა სახეობების კლინიკურ გამოკვლევას; გ) ღორის აფრიკული ჭირის დაავადების არსებობის დასადასტურებლად ან გამორიცხვის მიზნით, ცხოველების ნიმუშების შეგროვებას ლაბორატორიული გამოკვლევისთვის. 8. ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ან ტოვებს სადგომს, უნდა იცავდეს შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს აფრიკული ჭირის გავრცელების პრევენციას. 9. შინაური ღორები სადგომს ტოვებენ მხოლოდ სააგენტოს ავტორიზაციის საფუძველზე და მხოლოდ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევის სასურველი შედეგების მიღების შემდეგ. 10. სადგომში ცხოველების განთავსების დღიდან რეპოპულაციის დასრულებამდე, პასუხისმგებელმა პირმა უნდა: ა) განაახლოს შინაური ღორების ჯანმრთელობისა და წარმოების მონაცემები; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს წარმოების მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილებისა და ნებისმიერი სხვა პათოლოგიის შესახებ. 11. თუ აფრიკული ჭირის უჩვეულო სიკვდილიანობა ან კლინიკური ნიშნები ეცნობება სააგენტოს რეპოპულაციის დროს, სააგენტოს უფლებამოსილი პირები დაუყოვნებლივ აგროვებენ ნიმუშებს ლაბორატორიული გამოკვლევისთვის, რათა გამორიცხონ აფრიკული ჭირის არსებობა. 12. სააგენტოს შეუძლია გაათავისუფლოს სადგომები ამ მუხლის მე-4–მე-11 პუნქტებით მოცემული ერთი ან რამდენიმე პირობისგან, რისკების შეფასების შემდეგ და როდესაც შეფასება მიუთითებს, რომ აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი უმნიშვნელოა. 13. სააგენტო, აფრიკული ჭირის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ნებას რთავს დასნებოვნებულ სადგომში მოახდინოს სხვა ცხოველთა სახეობების რეპოპულაცია, გარდა ღორებისა. 14. დაინფიცირებული სადგომის რეპოპულაცია დასრულებულად ჩაითვლება, როდესაც ამ მუხლის პირველი–მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმატებით დასრულებულია. 15. სააგენტო დაინფიცირებულ სადგომში გამოყენებულ დაავადების კონტროლის ყველა ზომას გააუქმებს, როდესაც რეპოპულაცია ჩაითვლება დასრულებულად, ისე როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 16🔗. გარეულ ღორში დაავადებათა კონტროლის ღონისძიებები 1. სააგენტო აკლასიფიცირებს ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფს, როგორც აფრიკული ჭირის საეჭვო შემთხვევად, როდესაც: ა) კლინიკური, სიკვდილის შემდგომ ან ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად დაადგენს, რომ კლინიკური ნიშანი/ნიშნები, სიკვდილის შემდგომი დაზიანება/დაზიანებები ან ჰისტოლოგიური მონაცემები მიუთითებს ამ დაავადებაზე; ბ) დიაგნოსტიკური მეთოდის შედეგ(ებ)ი მიუთითებს დაავადების სავარაუდო არსებობაზე ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში; გ) დადგენილია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან. 2. გარეულ ღორში აფრიკულ ჭირზე ეჭვის შემთხვევაში სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს მოკვლევა, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს დაავადების არსებობა. 3. მოკვლევის მსვლელობისას სააგენტო ახორციელებს, სულ მცირე, სიკვდილის შემდგომ გამოკვლევებს და სროლით მოკლული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორის ნიმუშების შეგროვებას ლაბორატორიული გამოკვლევისთვის, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს აფრიკული ჭირის არსებობა. 4. მოკლული თუ მკვდარი გარეული ღორის ტანხორცის ნაწილების შემთხვევაში, რომლებზეც არსებობს ღორის აფრიკულ ჭირზე ეჭვი, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) მკვდარი გარეული ღორის მთლიანი ტანხორცი ან მისი ნაწილები შესაბამისად განიკარგოს; ბ) სადაც ეს შესაძლებელია, ნებისმიერი მასალა ან ნივთიერება, რომელიც შესაძლოა დაბინძურდეს მკვდარი გარეული ღორის ტანხორცისგან ან მისგან მიღებულ ცხოველურ პროდუქტთან შეხებით, დაექვემდებაროს დეზინფექციას ან განკარგვას ინსტრუქციების შესაბამისად უფლებამოსილი პირების ზედამხედველობის ქვეშ. 5. სააგენტო აკლასიფიცირებს ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფს, როგორც აფრიკული ჭირის დაავადებით დადასტურებულ შემთხვევად, როდესაც: ა) დაავადების აგენტი იზოლირებულია გარეული ღორის ნიმუშში; ბ) აფრიკული ჭირის ვირუსისთვის სპეციფიკური ანტიგენი ან ნუკლეინის მჟავა იდენტიფიცირებული იქნა ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომელიც ამჟღავნებს დაავადების კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან; გ) დადებითი შედეგის შემთხვევაში არაპირდაპირი დიაგნოსტიკური მეთოდისგან, რომელიც მიღებულია ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფის ნიმუშში, რომლებიც ამჟღავნებენ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს ან ეპიდემიოლოგიურ კავშირს საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან. 6. დაავადების გავრცელების ოფიციალური დადასტურების შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ინფიცირებული ზონა, რათა თავიდან აიცილოს ღორის აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელება: ა) დაავადების პროფილის საფუძველზე; ბ) გარეული ღორის სავარაუდო პოპულაციის საფუძველზე; გ) რისკის ფაქტორების საფუძველზე, რომლებიც ხელს უწყობენ აფრიკული ჭირის გავრცელებას, კერძოდ, დაავდების შეჭრის რისკს იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები; დ) აღებული ნიმუშის შედეგების საფუძველზე; ე) სხვა შესაბამისი ფაქტორების საფუძველზე. 7. გარეული ღორის ტანხორცის შემთხვევაში, რომლებშიც დადასტურებულია აფრიკული ჭირი, მიუხედავად იმისა გარეული ღორი იქნა მოკლული თუ ნაპოვნი მკვდარი, სააგენტო უზრუნველყოფს, რომ: ა) მოხდეს მკვდარი გარეული ცხოველების მთლიანი ლეშის ან მათი ნაწილების განკარგვა; ბ) სადაც ეს შესაძლებელია, ნებისმიერი მასალა, რომელიც შესაძლოა დაბინძურდეს მკვდარი გარეული ღორის ტანხორციდან ან მისგან მიღებულ ცხოველურ პროდუქტებთან შეხებით, გასუფთავდეს, გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია, ან განიკარგოს ინსტრუქციების შესაბამისად უფლებამოსილი პირების ზედამხედველობის ქვეშ. 8. სააგენტოს შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი ინფიცირებული ზონის საზღვრები: ა) აფრიკული ჭირის შემდგომი გავრცელების კონტროლის მიზნით; ბ) გარეულ ღორში აფრიკული ჭირის შემდგომი აფეთქების დადასტურების შემთხვევაში. 9. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს პასუხისმგებელ პირებს, ვეტერინარებს, მონადირეებს, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მიღებული საკონტროლო ზომების შესახებ. 10. ინფიცირებულ ზონაში, სააგენტო ორგანიზებას უწევს მოკლული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორის სიკვდილის შემდგომ გამოკვლევებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოკვლევისთვის სინჯების აღებას. 11. ინფიცირებულ ზონაში სააგენტომ, სულ მცირე, უნდა: ა) გაატაროს რისკის შემსუბუქებისა და გაძლიერებული ბიოუსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება დაავადებული (ზემოქმედებაში მყოფი) ცხოველებიდან და ინფიცირებული ზონიდან, არაინფიცირებულ ცხოველებზე; ბ) აკრძალოს გარეული ღორისა და მისი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადაადგილება; გ) უზრუნველყოს, რომ მოხდეს მკვდარი გარეული ღორის ყველა ლეშის, იქნება ეს დახოცილი ან მოკლული ნაპოვნი ცხოველების ლეში, ან მათი ნაწილების განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. ინფიცირებულ ზონაში აფრიკული ჭირის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სააგენტოს შეუძლია: ა) დაარეგულიროს შინაური ღორების გადაადგილება; ბ) დაარეგულიროს სამონადირეო და შენობის გარეთ ჩასატარებელი სხვა საქმიანობა; გ) შეზღუდოს გარეული ღორის კვება. 13. სააგენტო შეინარჩუნებს ინფიცირებულ ზონაში განხორციელებულ ზომებს მანამ, სანამ ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია არ აჩვენებს, რომ გარეული ღორის პოპულაცია აღარ წარმოადგენს დაავადების შეჭრის რისკს იმ სადგომებში, რომლებშიც განთავსებულია შინაური ღორები და სამუშაო ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციას არ მისცემს სააგენტოს ზომების გატარების შეწყვეტის შესახებ. მუხლი 17🔗. დაავადების შესახებ ინფორმირებულობის საშუალებები და გადაწყვეტილებების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად გადაწყვეტა 1. სააგენტომ მოსახლეობას და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დაავადების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე. 2. ღონისძიების ჩატარების პროცესში, მოსახლეობაში უნდა დარიგდეს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები და პლაკატები. 3. ურთიერთინფორმირებულობის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა უნდა იხელმძღვანელონ „ცხოველთა დაავადებების შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ოპერაციული პროცედურით“. 4. სწრაფი კომუნიკაციის მიზნით, ასევე, გამოყენებული უნდა იქნეს სატელეფონო კომუნიკაცია და ელექტრონული ფოსტა. 5. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს მიერ უნდა განხორციელდეს ადგილობრივ თვითმართველობასთან პირადი კომუნიკაცია. 6. კომუნიკაციის პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩართული უნდა იყო სააგენტოს ყველა პასუხისმგებელი პირი, კომპეტენციიდან გამომდინარე. 7. ეპიზოოტიური მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, როდესაც დაავადება იღებს გავრცელების ფართო მასშტაბებს და არის საფრთხე, რომ დაავადებამ მოიცვას მთლიანი ქვეყანა ან ქვეყნის დიდი ნაწილი, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე იქმნება დაავადებასთან ბრძოლის ცენტრალური და რეგიონული ოპერატიული ჯგუფები. მუხლი 18🔗. პერსონალის ტრენინგები სააგენტომ რეგულარულად უნდა უზრუნველყოს ტრენინგების ჩატარება: ა) კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზე რათა უზრუნველყონ დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერების, ვეტერინარებისათვის და სხვადასხვა ორგანოებისათვის; ბ) დაავადების აღმოფხვრაში ჩართული ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, დაავდების არსზე; გ) კლინიკურ ნიშნებზე, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე და დაავადებების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) რეალურ დროში სიმულაციურ სწავლებებზე, რომლებიც ტარდება პერიოდულად დადგენილების შესაბამისად. მუხლი 19🔗. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისთვის, ფინანსური და მატერიალური რესურსები 1. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სახელმწიფო პროგრამის „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში. 2. აფრიკული ჭირის დაავადების საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაციების განსახორციელებლად, ასევე საჭირო ვაქცინის რეზერვებისა და შესაბამისი ინვენტარის შესასყიდად, ცხოველის დაავადებაზე პასიური ზედამხედველობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით. 3. სადეზინფექციო საშუალებები, ინვენტარი და პირადი დაცვის მატერიალური აღჭურვილობა დასაწყობებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომია რეგიონული სამმართველოებისათვის. გარდა ამისა, რეგიონული სამმართველოების შესაბამის სტრუქტურულ ტერიტორიებზე, მოთხოვნის შესაბამისად ხდება, ყოველწლიურად საორიენტაციო გეგმებით განსაზღვრული და ადგილზე საჭიროებიდან/რეზერვების არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობების გადაცემა – დასაწყობება. 4. სააგენტოს ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანოები ქმნიან სააგენტოს ცენტრალიზირებულ სისტემას. 5. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში დასაქმებულია 41 სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი; 6. სააგენტოს რეგიონულ სამმართველოებში დასაქმებულია 131 სახელმწიფო ვეტერინარი; 7. სააგენტოს ცენტრალური ოფისის იურიდიული მისამართი: საფოსტო ინდექსი – 0159, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №36ა. ამავე მისამართზე განთავსებულია სააგენტოს ცენტრალური საწყობი, აღჭურვილი სამაცივრე დანადგარებით, სადაც ცივი ჯაჭვის უწყვეტობის პრინციპით ინახება ვაქცინები. გარდა ვაქცინებისა, ხელმისაწვდომია, ადგილზე, ეპიდემიოლოგიური მოკვლევის განხორციელების პროცესში გამოსაყენებელი პირადი დაცვის აღჭურვილობის სრული კომპლექტი (ერთჯერადი კომბინიზონი, ბოტი, პირბადე, ხელთათმანი, სათვალე და ა.შ) და სხვა საჭირო ინვენტარი (თერმოჩემოდანი, სადეზინფექციო საშუალებები, შპრიცი, ნემსი და ა.შ). 8. სააგენტოს ტერიტორიული 64-ვე ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით (კომპიუტერი, პრინტერი, GPS-ს აპარატი, მაცივარი ნიმუშებისა და ვაქცინების შესანახად, საველე სამუშაოების განხორციელებისთვის და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარი). 9. უზრუნველყოფილია ცხოველის ლეშის ინსენერაციისთვის სააგენტოს ბალანსზე არსებული 2 ცალი მობილური ინსენერატორის ხელმისაწვდომობა, რომლებიც უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. 10. სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახური და რეგიონული სამმართველოები (მუნიციპალურ დონეზე) უზრუნველყოფილია სადეზინფექციო შესასხურებელი აპარატურით. 11. სააგენტო უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო დანადგარებით, რომელიც დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე. დანართი №1 დასუფთავების, სადეზინფექციო პროცედურები და საჭიროების შემთხვევაში მწერებისა და მღრღნელების კონტროლი ნაწილი I. ზოგადი მოთხოვნები 1. ბიოციდური პროდუქტების, დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოების პროცედურების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ინფექციის გამომწვევი აგენტი; ბ) იმ სადგომების, სატრანსპორტო საშუალებების, საგნებისა და მასალების სახე, რომელთა მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებები. 2. ბიოციდური პროდუქტების გამოყენების პირობების დაცვით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი ეფექტურობა. კერძოდ, უნდა იქნეს დაცული მწარმოებლის მიერ მოწოდებული ტექნიკური პარამეტრები, როგორიცაა წნევა, ტემპერატურა, საკონტაქტო დრო ან შენახვა. სადეზინფექციო საშუალების აქტივობა არ უნდა დაირღვეს სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედებით. 3. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ადრე გაწმენდილი ნაწილების ხელახალი დაბინძურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეცხვა ხორციელდება წნევის ქვეშ გამოსაყენებელი სითხეებით. 4. დასუფთავების ოპერაციებისთვის გამოყენებული წყალი უნდა იყოს შეგროვებული და განადგურებული, ისე რომ თავიდან იქნეს აცილებული ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების რისკი. 5. ბიოციდური პროდუქტები უნდა იქნეს გამოყენებული, ისე რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რაიმე მავნე ზემოქმედება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მათი გამოყენების შედეგად. ნაწილი II. წინასწარი დასუფთავება და დეზინფექცია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციისთვის საჭიროა: ა) მკვდარი ღორების მთლიან ლეშს ან მის ნაწილებს მოესხას სადეზინფექციო საშუალება და გატანილი იქნეს სადგომიდან დახურული და სითხეგაუმტარი მანქანებით ან კონტეინერებით მათი დამუშავებისა და განკარგვის მიზნით; ბ) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელიც შეიძლებოდა რომ დაღვრილიყო მოკვლის, დაკვლის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და განიკარგოს; გ) როგორც კი მოხდება მკვდარი ცხოველების მთლიანი ლეშების ან ნაწილების გატანა გადამუშავების ან შესაბამისი განკარგვის მიზნით, სადგომის ის ნაწილები, სადაც ეს ცხოველები იყვნენ განთავსებულნი და შენობების სხვა ნაწილები, ზედაპირები ან აღჭურვილობა, რომლებიც დაბინძურდნენ მოკვლის ან სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის დროს, უნდა დაექვემდებაროს დეზინფექციას შესხურებით; დ) ნაკელი, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშსაფენის ჩათვლით, კარგად უნდა იყოს გაჟღენთილი სადეზინფექციო საშუალებებით; ე) სადეზინფექციო საშუალება დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში; ვ) მოწყობილობა, კონტეინერები, გამოყენებული ჭურჭელი, ზედაპირი ან ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიძლება, სავარაუდოდ, დაბინძურებულიყო, უნდა განადგურდეს დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ. ნაწილი III. საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია: 1. ნაკელი, ნაგვისა და გამოყენებული ქვეშაფენის ჩათვლით, უნდა იქნეს გატანილი და დამუშავდეს შემდეგნაირად: ა) ნაკელის მყარი ფაზა, ჭუჭყისა და გამოყენებული ქვეშაფენის ჩათვლით უნდა: ა.ა) დაექვემდებაროს ორთქლით დამუშავებას, სულ მცირე, 70°C ტემპერატურაზე; ა.ბ) განიკარგოს დაწვის გზით; ა.გ) ჩაიმარხოს იმ სიღრმეში, რომ ცხოველებს არ ჰქონდეთ მათზე წვდომა; ან ა.დ) მოხდეს შტაბელირება თერმული დამუშავებისთვის, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალება და დაყოვნდეს, სულ მცირე, 42 დღე, ამ ხნის მანძილზე გროვები უნდა დაიფაროს ან განმეორებით დაშტაბელდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა შრის თერმული დამუშავება;  ბ) ნაკელის თხევადი ფაზა შენახული უნდა იქნეს, სულ მცირე, 42 დღის განმავლობაში, უმოქმედო მასალის ბოლო დამატებიდან. 2. შენობები, ზედაპირები და მოწყობილობები კარგად უნდა გაირეცხოს და გაიწმინდოს დარჩენილი ცხიმისა და ჭუჭყის მოცილებით და მოხდეს სადეზინფექციო საშუალებების შესხურება. 3. 7 დღის შემდეგ, სადგომები ხელახლა უნდა დაქევემდებაროს დასუფთავებას და დეზინფექციას. დანართი №2 აკრძალვები შეზღუდულ ზონაში შეზღუდულ ზონაში განთავსებულ ცხოველებთან და ცხოველურ პროდუქტებთან დაკავშირებული აკრძალვებია: ა) აკრძალულ ზონაში მდებარე სადგომებიდან შინაური ღორების გადაადგილება; ბ) შინაური ღორების გადაადგილება შეზღუდულ ზონაში არსებულ სადგომებში; გ) ბაზრობებისა გამოფენების გამართვა; დ) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომებში მყოფი შინაური ღორებიდან მიღებული სპერმის, კვერცხუჯრედების და ემბრიონების გატანა; ე) სპერმის, კვერცხუჯრედების და ემბრიონის შეგროვება შინაური ღორებიდან; ვ) შინაური ღორების ხელოვნური განაყოფიერება; ზ) შინაური ღორების ბუნებრივი განაყოფიერება; თ) სასაკლაოებიდან ღორების ნარჩენების გადატანა შეზღუდულ ზონაში; ი) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომებიდან შინაური ღორის ახალი ხორცისგან მიღებული ხორცპროდუქტების გადაადგილება; კ) შეზღუდულ ზონაში მდებარე სადგომებიდან შინაური ღორების ნარჩენების და გამოყენებული ქვეშსაგების გადატანა; ლ) შეზღუდულ ზონაში არსებულ სადგომებში შინაური ღორების ჯაგარის გადატანა; მ) დამცავ ზონაში მოპოვებული მცენარეული წარმოშობის საკვები მასალის და ჩალის გადატანა. დანართი №3 შეზღუდული ზონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე რისკის შემცირების პროცედურები შეზღუდული ზონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე რისკის შემცირების პროცედურებია: ა) თერმული დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, მინიმალური F0 3-ის მისაღწევად (*); ბ) თერმული დამუშავება 80°C-მდე შიდა ტემპერატურის მისაღწევად; გ) ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში 60°C ტემპერატურის გამოყენება, სულ მცირე, 4 საათის განმავლობაში; დ) ძვალგამოცლილი ხორცის ბუნებრივი დუღილი (ფერმენტაცია) და დამწიფება: სულ მცირე 9 თვე, მაქსიმალური Aw 0,93-ისა და pH 6-ის მნიშვნელობის მისაღწევად; ე) ბუნებრივი დუღილი ფილეს ნაწილისთვის: სულ მცირე 140 დღე, მაქსიმალური Aw 0,93-ისა და pH 6-ის მნიშვნელობის მისაღწევად; ვ) ბუნებრივი დუღილი ლორისთვის: სულ მცირე 190 დღე, მაქსიმალური Aw 0,93-ისა და pH 6-ის მნიშვნელობის მისაღწევად; ზ) გაშრობა, ძვლოვანი ლორისა და ფილეს ესპანურ სტილში დამარილების შემდეგ: ზ.ა) იბერიული ლორები: მინიმუმ 252 დღე; ზ.ბ) იბერიული ბეჭი: მინიმუმ 140 დღე; ზ.გ) იბერიული ფილე: მინიმუმ 126 დღე; ზ.დ) სერანოს ლორები: მინიმუმ 140 დღე. თ) დამარილება ნატრიუმის ქლორიდით (№aCl), მშრალად ან გაჯერებულ მარილწყალში (Aw < 0,80 ) 30 დღის ან მეტი დროის განმავლობაში 20°C ან უფლო მაღალ გარემოს ტემპერატურაზე; ი) დამარილება ფოსფატით დამატებული მარილით 86,5% №aCl, 10,7% №a2HPO4 და 2,8% №a3PO4 მშრალად ან გაჯერებულ მარილწყალში (Aw <0,80) 30 დღის უწყვეტი პერიოდის განმავლობაში ან მეტი ხნის განმავლობაში, გარემოს ტემპერატურაზე 20 ° C ან ზემოთ. ------------------------------------------------------------------------------------------------------- *- F0 არის ბაქტერიების სპორების მოკვდინების გამოთვლილი ეფექტი. F0 3-ის მნიშვნელობა მიუთითებს იმაზე, რომ იგივე მოკვდინების ეფექტის წარმატებით მისაღებად, პროდუქტის ყველაზე ცივი წერტილი საკმარისად გაცხელდა, როგორც 121°C (250°F) სამ წუთში მყისიერი გათბობითა და გაგრილებით მიიღებოდა. დანართი №4 კლინიკური გამოკვლევები, ნიმუშის აღების პროცედურები, დაავადებათა დიაგნოსტიკური მეთოდები და ნიმუშების ტრანსპორტირება ნაწილი I. ნიმუშის აღების პროცედურები 1. ცხოველებისაგან ნიმუშის აღება კლინიკური გამოკვლევებისთვის 1.1. შესაძლებლობის შემთხვევაში კლინიკურმა გამოკვლევებმა უნდა მოიცვას: ა) ცხოველები, რომლებიც ავლენენ ღორის აფრიკული ჭირისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს; ბ) ცხოველები, რომლებიც შესაძლოა ცოტა ხნის წინ მოკვდნენ საეჭვო/დადასტურებული შემთხვევით; გ) ცხოველები, რომლებსაც აქვთ ეპიდემიოლოგიური კავშირი საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან; დ) ცხოველები, რომლებზეც მიღებულია დადებითი ან სავარაუდო შედეგები წინა ლაბორატორიულ გამოკვლევებით. 2. დაავადების არსებობის შემთხვევაში, როდესაც არ არის დაავადების აშკარა ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები, რომლებიც მიუთითებენ ღორის აფრიკულ ჭირზე, შესამოწმებელი ცხოველები უნდა შეირჩეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საკმარისად დიდი რაოდენობით, რათა შესაძლებელი გახდეს დაავადების გამოვლენა. 3. შესამოწმებელი ცხოველები და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა შეირჩეს სააგენტოს ინსტრუქციის შესაბამისად. შესამოწმებელი ცხოველები და ნიმუშის აღების მეთოდის გამოსაყენებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) ნიმუშის აღების მიზანი (ადრეული აღმოჩენა, დაავადების აფეთქების დადასტურება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა და ა.შ.); ბ) სადგომში განთავსებული ღორების რაოდენობა; გ) ღორების კატეგორია; დ) გამოკვლევისთვის შესაბამისი ღორების წარმოების, ჯანმრთელობისა და მიკვლევადობის ჩანაწერების ხელმისაწვდომობა; ე) სადგომის სახეობა და მეცხოველეობის პრაქტიკა; ვ) ექსპოზიციის რისკის დონე; ზ) დაავადების აგენტთან ან ვექტორთან ზემოქმედების ალბათობა; თ) სადგომში ყოფნის ისტორია; ი) სხვა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ფაქტორები. 4. შესამოწმებელი ცხოველები და მათგან ნიმუშის აღება კლინიკური გამოკვლევისთვის: უნდა ჩაატარდეს ყველა ღორის ვიზუალური შემოწმება თითოეულ სადგომსა და თითოეულ კოლტში. მოინიშნოს ის ღორები, რომლებიც ამჟღავნებენ დაავადების ნიშნებს, წვანან, არ სურთ წამოდგომა, აშკარად ეტყობათ ლეტარგიული ნიშნები, მადის დაკარგვა, სისხლჩაქცევები კანზე და ა.შ. აღნიშნული ცხოველები სამიზნე ცხოველებია ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ღორის აფრიკული ჭირის გამოსავლენად. 5. შესამოწმებელი ცხოველების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს ინსტრუქციას. შესამოწმებელი ცხოველების მინიმალური რაოდენობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) სადგომში დაავადების მოსალოდნელი გავრცელება; ბ) კვლევის შედეგების სასურველი ნდობის დონე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს 95%-ზე დაბალი. ნაწილი II. ცხოველებისგან ნიმუშის აღება ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის 1. ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის ნიმუშის აღება უნდა ითვალისწინებდეს – ამ დანართის I ნაწილის პირველ პუნქტით განსაზღვრული კლინიკური გამოკვლევების შედეგს და, შესაძლებელობისამებრ, ასევე, მოიცავდეს აღნიშნულ პუნქტით მითითებულ ცხოველებს. 2. ღორის აფრიკულ ჭირის აშკარა ნიშნების ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებების არსრსებობისას, ნიმუშები უნდა შეგროვდეს შემთხვევითი შერჩევის პრიციპის საფუძველზე სადგომის თითოეულ ეპიდემიოლოგიურ ერთეულში და უნდა იძლეოდეს დაავადების გამოვლენის საშუალებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ცხოველები, რომლებისგანაც აიღება ნიმუში, შესაგროვებელი ნიმუშების ბუნება და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს მითითებებს. ცხოველები, რომლებისგანაც აიღება ნიმუში, შესაგროვებელი ნიმუშების ბუნება და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს I ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 4. ცხოველთა მინიმალური რაოდენობა, რომლებისგანაც აიღება ნიმუში, უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს მითითებებს. გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ დანართის I ნაწილის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმები და ტესტების გამოყენება. 5. ნიმუშების აღებისთვის საჭირო ცხოველების რაოდენობის განსაზღვრისთვის: ა) უნდა ჩატარდეს ყველა ღორის ვიზუალური შემოწმება თითოეულ სადგომსა და თითოეულ კოლტში (მოინიშნება ის ღორები, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების კლინიკური ნიშნები – რომლებიც წვანან, ფეხზე უჭირთ წამოდგომა, აშკარად ეტყობათ ლეტარგიული ნიშნები, მადის დაკარგვა, სისხლჩაქცევები კანზე და ა.შ. აღნიშნული ცხოველები სამიზნე ცხოველებია, რომლებისგანაც უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშის აღება. მკვდარი ღორის აღმოჩენის შემთხვევაში აღებული უნდა იქნეს ელენთა, ლიმფური კვანძები, თირკმელები); ბ) ნიმუშის ასაღებად უნდა შეირჩეს რამდენიმე ცხოველი/ტანხორცი სადგომის თითოეული სადგომიდან, თუ დაავადებული და მკვდარი ცხოველების რაოდენობა დიდია;. 6. გარეული ღორის შემთხვევაში ნიმუშები უნდა შეგროვდეს ცხოველებისგან, რომლებიც იქნა იარაღისგან მოკლული, ნანახი მკვდარი ან განზრახ ხაფანგში მოხვედრილი. ნიმუშების მინიმალური რაოდენობა და რა სახის ნიმუშები უნდა იქნეს აღებული, დამოკიდებულია გარეული ღორის პოპულაციის სავარაუდო ზომაზე და ამ დანართის I ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებით მოცემულ შესაბამის კრიტერიუმებით. ნაწილი III. სადგომებიდან ნიმუშის აღება 1. სადგომების შერჩევა და შერჩევის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს ინსტრუქციებს. ნიმუშების ასაღებად სადგომების არჩევა და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს ამ დანართის I ნაწილის მე-3 პუნქტის კრიტერიუმებს. 2. ვიზიტისთვის სადგომების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს ინსტრუქციებს ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევაში, დამცავ ზონაში (3 კმ.) არსებული ყველა ღორის სადგომი უნდა იქნეს შემოწმებული, ხოლო საზედამხედველო ზონაში (10 კმ.) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დაავადების შემოჭრისა და გავრცელების რისკების გათვალისწინებით. ნაწილი IV. დიაგნოსტიკური მეთოდები 1. დიაგნოსტიკური მეთოდოლოგია უნდა იყოს მიმართული ზედამხედველობის მგრძნობელობის მაქსიმალურ გაზრდაზე. 2. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დიაგნოსტიკური მეთოდებია: ა) PCR (პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქცია) – ადრეული გამოვლენისა და დადასტურებისთვის ყოველთვის უნდა ჩატარდეს სისხლიდან ან ორგანოებიდან; ბ) Ab-ELISA (ანტისხეულებზე დაფუძნებული ენზიმურ-იმუნური ანალიზი) – ფაკულტატური, თუ ეპიდემიოლოგიურად რელევანტურია (მაგ. შემოჭრის მომენტამდე, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის მიზნები); გ) IPT (იმუნოპეროქსიდაზას ტესტი) – დამადასტურებელი ტესტი ანტისხეულების გამოვლენისთვის შრატში და ექსუდატის ქსოვილის ნიმუშებში. დადასტურებული უნდა იქნეს ELISA-ს ყველა დადებითი შედეგი IPT-ით. ნაწილი V. ნიმუშების ტრანსპორტირება 1. დაავადების არსებობის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად აღებული ყველა ნიმუში, შესაბამისი ეტიკეტით უნდა გაიგზავნოს იმ სახელმწიფო ლაბორატორიაში, რომელიც ინფორმირებულია მათი მიღების შესახებ. აღნიშნულ ნიმუშებს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ფორმები, სააგენტოს და ნიმუშების მიმღები ლაბორატორიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ეს ფორმები უნდა შეიცავდეს, სულ მცირე: ა) ინფორმაციას სადგომის შესახებ, რომლის ცხოველებიდანაც იქნა აღებული ნიმუში; ბ) ინფორმაციას ცხოველების სახეობების, ასაკისა და კატეგორიის შესახებ, რომლიდანაც მოხდა ნიმუშების აღება. 2. ყველა ნიმუში უნდა იყოს: ა) შენახული წყალგაუმტარ და არამსხვრევად კონტეინერებსა და შეფუთვებში; ბ) ინახებოდეს შესაბამის ტემპერატურაზე და ტრანსპორტირების დროს სხვა პირობებში იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელთაც გავლენა შეიძლება მოახდინონ ნიმუშის ხარისხზე; 3. ნიმუშს უნდა ჰქონდეს დატანილი ეტიკეტი მიმღები ლაბორატორიის მისამართის მითითებით და თვალსაჩინო ადგილას უნდა იკითხებოდეს შემდეგი შეტყობინება: „ცხოველთა პათოლოგიური მასალა; მალფუჭებადი; მყიფე; არ გახსნათ დანიშნულების ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ“. 4. სახელმწიფო ლაბორატორიაში პასუხისმგებელ პირს დროულად უნდა ეცნობოს ნიმუშების მიღების შესახებ.