ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 13.03.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000140 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 29/03/1991
118 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №168 1991 წლის 13 მარტი ქ. თბილისი ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობათა კომპლექსის საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 26 თებერვლის № 118 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიას გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებლის შენობათა კომპლექსი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თხოვნა და გადაეცეს მას ბალანსიდან ბალანსზე ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის № 126 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა-ნაგებობანი, სადაც განლაგდება თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სპეციალური სასწავლებელი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე             თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე