სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №REG 0 25 00001251
2025 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ივნისის №02-884/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერზე“ (ს/კ 205005527; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №1) გაცემული „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000010) და ლიცენზიის დანართი-„ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000010) .
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერის“ (ს/კ 205005527) დირექტორის, ზურაბ რაინაულის განცხადებები (№569133, 23.05.2025წ; №615749, 04.06.2025წ.) და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი