„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა − ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა, აგრეთვე ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისთვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებებისა და გარე გამღიზიანებლებსა და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა;“;
ბ) „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება − სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება ან შესაძლებლობის შეზღუდვა;“;
გ) „ტ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ4) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური და ფსიქოსოციალური საჭიროებების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასებისა და მკურნალობის, ფსიქოსოციალური და სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;“.
2. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტისა და დაავადების მქონე პირის დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო დახმარების გაწევისას;“.
3. 68-ე და 69-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 68
სახელმწიფო ხელს უწყობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარების გაწევას.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხები წესრიგდება, აგრეთვე ამ პირთან მომუშავე სამედიცინო პერსონალისა და მასთან უშუალო კავშირის მქონე სხვა პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N859-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 3. გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:
- მუხლი 69. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხები წესრიგდება, აგრეთვე ამ პირთან მომუშავე სამედიცინო პერსონალისა და მასთან უშუალო კავშირის მქონე სხვა პირთა უფლებები და მოვალეო
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №859-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.102752.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №859-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.102752 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6537807/