„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2025
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016012
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/07/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისსა და მთისძირის დასახლებაში
ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ კრწანისში, სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში სახელწოდების არმქონე ქუჩისა და ორი შესახვევის, არაბული ციფრების გამოყენებით, სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №62
2025 წლის 26 ივნისი
გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 20 ივნისის №18-182517155 წერილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში და მისამართის ცვლილების გარეშე განხორციელდეს სახელდებული გეოგრაფიული ობიექტის, „სოფელი მარტყოფი, 1-ელი ქუჩა, VIII ჩიხი, მოხაზულობის კორექტირება დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ისა და დანართი №3-ის (სიტუაციური რუკები) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 3🔗
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 4🔗
განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი 6🔗
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური