„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, უკანონო გადაცემა, უკანონო რეალიზაცია, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი;“;
ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) უკანონო გადაცემა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე;“;
გ) „წ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ2“ ქვეპუნქტი:
„წ2) უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა − სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების უკანონო რეალიზაციისთვის პირობების შექმნა, კერძოდ, ამ ნივთიერების დაფასოება, საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ღიად ან ფარულად განთავსება, მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, აღნიშნული ნივთიერების შეძენის ხერხებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან/და ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ხელს უწყობს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გავრცელებას;“;
დ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ2) კანაფი – მცენარე კანაფის წვეროები ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფით (გარდა თესლებისა, რომელთაც არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების მქონე ფისი;“.
2. №2 დანართის შენიშვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. თუ ამ დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის პროდუქტს აქვს დანამატი, მინარევი ან/და ექსტრაჰირების ნიშნები, მისი ოდენობა განისაზღვრება იმავე ჩამონათვალის 164-ე გრაფით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების − ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 2 ივლისი 2025 წ. N928-IIIრს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №928-IIIრს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 470070000.05.001.102774.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №928-IIIრს-XIმპ, 02.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.102774 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6560368/