დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად:
ა) იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს იდენტიფიცირებული;
ბ) მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ უნდა დარეგისტრირდეს;
გ) მას 10 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი;
დ) იგი უნდა განსახლდეს მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, აგრეთვე მას უნდა გაეწიოს დახმარება მშობლებისა და ნათესავების მოსაძებნა