საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ზოგიერთი საჯარო მოხელისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№730
სარეგისტრაციო კოდი
430.030.000.22.022.008.997
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 02/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.008.997

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №730

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ზოგიერთი საჯარო მოხელისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო მოხელისათვის (მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი) წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (შესაბამის დარგში);

ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა;

გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისად ამ ბრძანების მე-2-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნა;

დ) შესაბამის სფეროში მინიმუმ ორი წლის მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

ე) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვ) კომუნიკაბელურობა;

ზ) ანალიტიკური აზროვნება;

თ) უცხო ენის/ენების ცოდნა (სასურველია).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო მოხელის თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს შრომის კოდექსი“;

თ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის დადგენილება;

ი) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება;

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო მოხელის (ფინანსისტი-ბუღალტერი) თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტებისა, უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

დ) ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 აგვისტოს №571 ბრძანება;

ვ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანება;

ზ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის №153 ბრძანება;

თ) ,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანება;

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო მოხელის (საქმისმწარმოებლის) თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტებისა, უნდა იცოდეს ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო მოხელის (იურისტის) თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნორმატიული აქტებისა, უნდა იცოდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;

ბ) ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;

გ) ,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;

დ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია