რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ
მიღების თარიღი 12.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №707
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000196 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება №707
1991 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
რუსთავის სიღნაღის, ფოთისა და თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების პროფილის შეცვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თხოვნა და პროფილის შეცვლასთან დაკავშირებით რუსთავისა და ფოთის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლებს ეწოდოს ხელოვნების, ხოლო თბილისისა და სიღნაღის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლებს - კულტურის სასწავლებლები, მათთვის დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებანი „საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 10 ივნისის № 476 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია