ქალაქ ბოლნისის № 114 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ბაზაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 18.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №797
სარეგისტრაციო კოდი 000000190.02(0).000.000211 41
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
105 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბოლნისის № 114 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ბაზაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №797 1991 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი ქალაქ ბოლნისის № 114 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ბაზაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს წინადადება 1992 წლის 1 იანვრიდან ქალაქ ბოლნისის № 114 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ბაზაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის შექმნის შესახებ. 2. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს განახორციელოს მოსწავლეთა მიღება ქალაქ ბოლნისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში 1992/93 სასწავლო წლიდან. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ბ. გუგუშვილი  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი  ა. ლანდია