📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2025
ძალაში შესვლა 01.11.2025
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016583 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/08/2025
1,239 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2025 მიღება
01.11.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.10.2018 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.11.2015 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2015 ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 09.06.2021 ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2025 წლის 30 ივლისი ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭების  წესი“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტო №43 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.139.016301, 27/08/2018 წელი). 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დადგენილების ამოქმედებისთანავე უზრუნველყოს: ა) კომისიის რაოდენობრივი და სახელობითი შემადგენლობის განსაზღვრა და ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა; ბ) საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელის ფორმის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის – ბრძანებით დამტკიცება. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურისა და სპორტის კომისიამ უზრუნველყოს უკვე მინიჭებულ ბორჯომის საპატიო მოქალაქეთა რაოდენობრივი და სახელობითი სიის დაზუსტება და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბორჯომის საპატიო მოქალაქეებისათვის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების შესახებ ცნობის გაცემის უზრუნველსაყოფად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდანბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი დანართი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ  საკითხებს, საკითხის  განხილვისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესს. 2. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) განსაკუთრებული დამსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო. 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. 4. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. 5. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 6. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 3 (სამი) პირს. 7. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას,  თუ მის მიერ ჩადენილი იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს. 8. საპატიო მოქალაქისათვის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი კომისიის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წარდგენა 1. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს: ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 100-კაციან საინიციატივო ჯგუფს. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ და „გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული  პირები კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა/წერილი წარედგინება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიას. 3. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილ ინიციატივას/წერილს უნდა დაერთოს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა იყოს წარმოჩენილი საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები. მუხლი 3🔗. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. შემოსულ დოკუმენტაციას საკითხის შესწავლისა და შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის მომზადების მიზნით განიხილავს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით შექმნილი კომისია. 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სხვა წევრებისაგან. კომისიის წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 23. 3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიების (საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის,  გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა,  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის) თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 4. კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით ღია კენჭისყრით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას (დასკვნას) იღებს ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. 6. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, სადაც  მითითებული უნდა იქნეს სხდომის გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, კომისიის მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა და სია, სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა ნუსხა, სხდომაზე განხილული საკითხები და გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები, საჭიროების შემთხვევაში საკითხის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი. ოქმს უნდა დაერთოს სხდომაზე კომისიის წევრთა რეგისტრაციის ფურცელი.  7. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა სხდომის გამართვიდან არაუადრეს 5 (ხუთი) და არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში წერილობით წარედგინება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს. 8. მუნიციპალიტეტის მერი კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას წარდგენილი კანდიდატისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 9. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო დამზადებას უზრუნველყოფს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია. 10. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერების სპეციალურ წიგნში ასახვას უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც ასევე ასახული უნდა იყოს ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება). მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას. 2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს კომისიის საქმიანობას; ბ) განსაზღვროს კომისიის დღის წესრიგი, მოიწვიოს კომისიის სხდომა დამოუკიდებლად ან კომისიის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე და გაუძღვეს კომისიის სხდომებს; გ) განსაზღვროს კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია და მოიწვიოს ისინი სხდომაზე; დ) მოახდინოს საკითხის ინიცირება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, დასვას შეკითხვები, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა; ე) განსაზღვროს გამომსვლელთა რიგითობა და მისცეს მათ სიტყვა; ვ) დასვას საკითხი კენჭისყრაზე, გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები და დახუროს სხდომა; ზ) ხელი მოაწეროს კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას; თ) უზრუნველყოს კომისიის მიერ მიღებული დასკვნის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენა; მუხლი 5🔗. კომისიის მდივანი 1. კომისიის მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის მოწვევას; ბ) კომისიის სხდომის მოწვევის შესახებ კომისიის წევრების განცხადებას/ინიციატივას გადასცემს კომისიის თავმჯდომარეს;  გ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებას; დ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომების ჩატარების ორგანიზებას; ე) კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს სხდომის დღის წესრიგს და წინასწარ აწვდის ინფორმაციას კომისიის  წევრებს კომისიის სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის შესახებ და უგზავნის შესაბამის მასალებს; ვ) ახდენს კომისიის  წევრთა რეგისტრაციას; ზ) უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, მათ შორის, კომისიის  ოქმების და კომისიის საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების შედგენას/წარმოებას/დაარქივებას; თ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და აცნობს მას სხდომაზე დამსწრე წევრებს; ი) კომისიის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს. 2. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში მდივნის უფლებამოსილებებს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. მუხლი 6🔗. დაჯილდოება 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდება მოქალაქეს ენიჭება საერთო-სახალხო ზეიმის „ბორჯომობის“ დღეს. ეს წესი არ გამორიცხავს ამ წოდების მინიჭების უფლებას ნებისმიერ დროს, თუკი ამის განსაკუთრებული აუცილებლობა და მიზანშეწონილობა გაჩნდება და პასუხობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინტერესებს. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადასცემს საპატიო მოქალაქის დამადასტურებელ სიგელს, სამკერდე ნიშანს, ფულად ჯილდოს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ან სამახსოვრო საჩუქარს 1000 (ერთი ათასი) ლარის ღირებულების ფარგლებში, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია შესაბამისი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 7🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით  დადგენილი წესით.