„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №315 |
|
2025 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
„4.2.9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს ტრანსპორტის სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სხვა უწყებებთან ერთად განსაზღვრავს ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას, მონაწილეობას იღებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით უწყებათშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებას, ასევე ახორციელებს ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და გემების მიერ ანგარიშგების სისტემაში (GEOREP) მონაწილეობაზე ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას, ასევე სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს საზღვაო ნავსადგურებისა და ნავსადგურთან მისასვლელი გზების (არხების) თანამედროვე სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვის უზრუნველყოფა, ნავსადგურებში, ნავსადგურთან მისასვლელ გზებსა (არხები) და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა, ელექტრონული რუკებისა და საინფორმაციო სისტემების (EDIS), აგრეთვე ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENCS) დანერგვა და განვითარება.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს დარგის ტექნიკურ რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს. სააგენტო ახდენს სამოქალაქო აეროპორტების, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, ავიასაწარმოების რეგისტრაციას/სერტიფიცირებას და ტექნიკურ ზედამხედველობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას, ზედამხედველობს საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, ამტკიცებს ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგს.
სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, გასცემს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ნებართვებს.“.
|