„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2025
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016014
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 06/08/2025
294 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 26.06.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 24.11.2025 „სართიჭალის ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების სართიჭალისა და მუღანლოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 8 ივნისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 27.08.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ ქვემო თელეთში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 82% 26.06.2025 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 82% 29.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №73 2025 წლის 31 ივლისი გარდაბანი  „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის   ,,ა.ე”   ქვეპუნქტის,   საქართველოს  კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, საქართველოს კანონის,  „საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსი“ 63-ე  მუხლისა  და  გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  მერიის  2025  წლის  24  ივლისის №18-18252054 წერილის საფუძველზე,  გარდაბნის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗 შტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების  შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულების დანართში და  გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში არსებული ქუჩების ცვლილება და სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება განხორციელდეს, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური ნახაზი) და სიტუაციური რუკების: №1, №2 და №3-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 3🔗 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ    პირს    –   სახელმწიფო   სერვისების    განვითარების სააგენტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო  კომისიას,  აგრეთვე  საჯარო რეესტრის  ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗 განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5🔗 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6🔗 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა №6 „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური